კითხვა: გამარჯობა ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ ავთვისებიანი სიმსივნე გადამდებია სისხლით .შემთხვევით ნემსი შემერჭო რომელიც სიმსივნიანმა გამოიყენა ძალიან მეშინია გთხოვთ მიპასუხოთ კუჭის კიბო ჰქონდა ავთვისებიანი
პასუხი:
მოგესალმებით,
კიბოსწინარე დაავადებათა უმრავლესობა ვირუსული ინფექციაა.
ასეთი ინფექცია კი ნამდვილად შეიძლება გადმოგედოთ. რა საკვირველია, ვირუსის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ კიბო აუცილებლად დაგემართებათ, მაგრამ რისკი მაღალია. კიბოსადმი განწყობილ ვირუსთა რიცხვს მიეკუთვნება პაპილომავირუსების ცალკეული სახეობები (საშვილოსნოს ყელისა და სასქესო ასოს კიბო), B და С ჰეპატიტის ვირუსები (ღვიძლის კიბო), ეპშტეინ-ბარის ვირუსი და სხვ.
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთან კონტაქტის შედეგად, მეორე ადამიანს კიბო არ გადაედება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!