ონკომარკერები - ონკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, რა არის კა-125(კარბოჰიდრატული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში, მაჩვენებელი არის 47,6. ხოლო კარცინო ემბრიონული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში ცეა არის 1,9. რამდენად საშიშია ეს მაჩვენებლები. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,

თქვენს მიერ დასახელებული   CA - 125  და კარცინოემბრიონული ანტიგენი (CEA) – სიმსივნური მარკერებია.

სასურველია, მათი ნორმები  დაადგინოთ  იმ ლაბორატორიში, სადაც ჩატარდა კვლევა და ისე შეაფასოს მონაცემები  შესაბამისმა სპეციალისტმა, რადგან მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები,   ამა თუ იმ კლინიკაში არსებული  აპარატურის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.

ზოგადად, გარდა სიმსივნისა, კარცინოემბრიონული ანტიგენის მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება ღვიძლის ციროზის, პანკრეატიტის, თირკმლების უკმარისობის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ფილტვების ქრონიკული დაავადებების და სანაღვლე გზების ობსტრუქციისას.

ონკომარკერების მომატების შემთხვევაში, სისხლში მის კონცენტრაციაზე დაკვირვებით, ახორციელებენ მკურნალობის მონიტორინგს. ასევე, მიახლოებით განსაზღვრავენ პროგნოზს და კიბოს სტადიას, ახდენენ რეციდივის გამოვლენას.

მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ონკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.

დამატებითი ინფორმაციის სახით  მოგახსენებთ ჩვენი კლინიკის ონკოლოგიური სამსახურის შესახებ, რომელიც შედგება  რადიოთერაპიის ,  ქიმიოთერაპიის და  ონკოქირურგიის დეპარტამენტებისგა, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით.

ასევე გაცნობებთ,  რომ  კლინიკაში სულ მალე გვექნება   ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევის უზუსტესი შესაძლებლობა,  პოზიტრონულ –ემისიური ტომოგრაფიის აპარატი.

ჩვენს კლინიკაში, მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით  ხდება „კიბოს ჯგუფის“  იგივე ტუმორბორდის ( Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად კლინიკური ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ონკოქირურგი, რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი, რადიოლოგი და სხვ .

მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად .

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა