ქიმიოთერაპია - ონკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ძვლებისა და ღვიძლის მეტასტაზური დაზიანების გამო დედაჩემს ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი, რა დროსაც თრომბოციტების რაოდენობა სისხლში მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც გამოიხატა მხოლოდ მცირე ზომის ჩაქცევაში კანზე. ქიმიოტერაპიის დროს თრომბოციტების რაოდენობა ხან იზრდება ხან მცირდება, პარალელურად ყოველდღიურად სვამს რივოლეიდს (50 მგ) თრომბო მასაც რამდენჯერმე გადაესხა რამაც მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი მოგვცა, თქვენს კლინიკაში აღნიშნული პრობლემის მოგვარების სხვა გზა თუ შეიძლება ვიპოვოთ. მადლობა წინასწარ!
პასუხი:

მოგესალმებით,
ქიმიოთერაპია მხოლოდ და მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტებისთვის გამოიყენება, მათთვის, ვისაც უკვე დადასტურებული აქვს სიმსივნის დიაგნოზი.
ქიმიოთერაპიულ წამლებს ციტოტოქსიკური მოქმედება ახასიათებს. ისინი „ანადგურებენ“ გადაგვარებულ უჯრედებს, ზომაში ამცირებენ წარმონაქმნს, საუკეთესო შემთხვევაში, ქიმიოთერაპიის შედეგად სიმსივნე სრულიად ქრება. მეტასტაზური ფორმის დროს კი, დაავადება ხანგრძლივ რემისიაში გადადის.
მედიკამენტთა კომბინაციები, უჯრედული ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ზემოქმედების მიხედვით ირჩევა.
არსებობს სიმსივნური უჯრედების გამრავლების, ზრდის და სხვა ფაზებზე მოქმედი საშუალებები. იმ გაიდლაინებში კი, რომლითაც ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს, ყველა ნოზოლოგიისთვის სხვადასხვა სქემაა მოწოდებული.
ზოგადად, ქიმიოთერაპიული მკურნალობის დროს ხშირია სისხლის ფორმულის ცვლილება – ლეიკოციტების, ჰემოგლობინის, თრომბოციტების შემცირება.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია პაციენტის ზოგადი სომატური მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციური მაჩვენებლები.
სასურველია, ვიცოდეთ ქიმიოთერაპიის შემდგომი ჰემოგრამა და ა.შ. სწორედ ამიტომ, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
პირველ ეტაპზე შეგიძლიათ, მხოლოდ თქვენ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ონკოლოგიურ პაციენტებს ვმკურნალობთ მულტიდისციპლინური მიდგომით. თითოეული პაციენტის კიბოს შემთხვევის განხილვა და მკურნალობის გადაწყვეტა ხდება ონკოკონსილიუმზე, ონკოლოგთა ჯგუფის, ანუ ე.წ. „Tumor Board“-ის მიერ, რომელიც შედგება ონკო–ქირურგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიაციული ონკოლოგის, ესპანეთიდან და აშშ–დან მოწვეული რადიაციული თერაპიის ექსპერტებისაგან.
ასევე, ჩვენი კლინიკის შემადგენელი ნაწილია ჰემატოლოგიის (სისხლის დაავადებათა) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიონალი კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია შესაძლებლობების მიხედვით.ჰემატოლოგიის დეპარტამენტში მკურნალობა შეიძლება ჩაუტარდეს პაციენტს, რომელსაც აქვს კრიტიკული თრომბოციტოპენია ( თრომბოციტების ნაკლებობა), მიზეზის, თუმცა სტაციონარული მკურნალობის საჭიროებას და ჩვენებას ადგენს ჰემატოლოგი კონკრეტული მონაცემების გათვალისწინებით.
თუ გადაწვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა