მოგესალმებით,
ონკომარკერები - სიმსივნის უჯრედების მიერ პროდუცირებული სპეციფიკური ცილებია. თითოეული ტიპის ახალწარმონაქმნი გამოიმუშავებს საკუთარ ონკომარკერს ან მათ კონკრეტულ ნაკრებს. თუ ადამიანის ორგანიზმში განვითარდა ავთვისებიანი სიმსივნე, მის მიერ გამომუშავებული უჯრედები ანალიზისას შესაძლოა ონკოლოგიურ მარკერებზე გამოვლინდეს.
ასეთივე ონკომარკერია, თქვენს მიერ დასახელებული ბეტა-2 მიკროგლობულინი, საშუალოდ მისი შემცველობა უნდა იყოს 670-დან 2140 ნგ/მლ-მდე. დასაშვებ დონეზე მეტად მომატება მეტყველებს შემდეგი დაავადებების განვითარებაზე: ლიმფომა, მრავლობითი მიელომა, В-უჯრედის ლიმფოციტური ლეიკემია.
ონკომარკერის მხოლოდ ერთი ანალიზით არ შეიძლება ზუსტი დიაგნოზის დასმა, ამიტომ პარალელურად ტარდება სხვა კლინიკური კვლევებიც.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში", სადაც ფუნქციობს თანამედროვე სტანდარტების ქართულ–გერმანული ლაბორატორია „New medical service“, რომლის ხელშეწყობითაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ 7 000–მდე ლაბორატორიული კვლევა გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჟობა რას ნიშნავს ბეტა 2 მიკროგლობულინი. და როდისაა საჭირო ამ ანალიზის აღება?
პასუხი: