მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ასციტი – ესაა მუცლის ღრუში სითხის დაგროვება. რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზია ღვიძლის ციროზის დროს პორტული ჰიპერტენზია.
ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებს, როგორც წესი, გამჭვირვალე ასციტური სითხე აქვთ, ხოლო ცილების კონცენტრაცია არ აღემატება 2,5%-ს. სითხე უმთავრესად ენდოთელიუმის უჯრედებს შეიცავს, თუმცა განმეორებითი პუნქციის გამო მუცლის ფარი ღიზიანდება და ამის გამო შესაძლოა, სითხეში ლეიკოციტებიც კი გაჩნდეს.რაც შეეხება მუცლის ღრუს პუნქციას სითხის ევაკუაციის მიზნით ,მაშინ ტარდება ,როდესაც დაგროვილი სითხე პრობლემებს უქმნის პაციენტს როგორც ნაწლავების მოქმედებეის ,ასევე სუნთქვასთან დაკავშირებით .დიდი რაოდენობით სითხე მუცელში იწვევს სუნთქვის მწვავე უკმარისობას ,რომლის ლიკვიდაცია ხშირად ვერ ხერხდება სითხის ამოღების გარეშე . ამასთან ერთად ,ზოგჯერ ეს სითხე ინფიცირებას განიცდის ,როგორც ევაკუირების,ასევე მის გარეშეც და ამას ასციტ–პერიტონიტი ეწოდება .
ასციტ–პერიტონიტის დროს ქირურგიულ მკურნალობა აუცილებელია და შესაძლოა ამიტომაც ჩატარდა ოპერაცია,თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდნარე არ ჩანს რა მიზეზით გაიხსნა მუცელი და შესაძლოა საქმე სრულიად სხვა ,გადაუდებელ ქირურგიულ მდგომარეობას ეხებოდა ,რომლის შემთხვევაში ქირურგი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა .
რაც შეეხება პროსტატის სიმსივნეს, შესაძლებელია ქიმიოთერაპია ,თუმცა გაიგებარია თქვენი მეუღლის შემთხვევაში ,მას იმავდროულად ც ჰეპატიტი და ციროზიც აქვს ? ცხადია ,შერწყმული პათოლოგიების დროს ,აპციენტების მკურნალობის მეთოდები ინდივიდუალურად განიხილება და ამას დისტანციურად ვერ გირჩევთ .
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება „კიბოს ჯგუფის“ იგივე ტუმორბორდის ( Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად კლინიკური ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ონკოქირურგი, რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი, რადიოლოგი და სხვ .
მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
პაციენტს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება მდგომარეობა ობიექტურად და თავად ექიმი–უროლოგი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას „კიბოს ჯგუფის“ და მკურნალობის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: შეიძლებოდა გეგმიური ოპერაციის დროს ასციტური სითხე ქონდა მუცელში და ამის შესახებ იცოდა ექიმმა და მაინც გაუკეთა ოპერაცია რის გამოც შეექმნა პრობლემები ღვიძლზე. დაემართა ღვიძლის უკმარისობა და მოკლეს ადამიანი.ბევრ ექიმს ვკითხე და ყველამ მიპასუხა ერთი და იგივე რომ არაფრით არ შეიძლებოდა ოპერაცია სანამ ღვიძლის მკურნალობა არ დამთავრდებოდა.
C ჰეპატიტის ან ციროზის დროს თუ შეიძლება ქიმიოთერაპია. ჩემს მეუღლეს აქვს პროსტატის სიმსივნე.
პასუხი: