მოგესალმებით,
დოქსორუბიცინი ეს არის ციტოტოქსიკური ანტრაციკლინური ანტიბიოტიკი. იგი ფართოდ გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო კომპლექსურ ადიუვანტურ თერაპიაში.
დოქსორუბიცინი შეჰყავთ ძირითადად ინტრავენულად, სითხის თავისუფალი ნაკადით არანაკლებ 3 და არაუმეტეს 10 წუთის განმავლობაში. ყოველი შემდეგი მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს 3-4 კვირაში. თუმცა, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია დიაგნოზი.
დოქსორუბიცინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ციტოტოქსიკური თერაპიის ჩატარების გამოცდილება.
რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, მოგახსენებთ, რომ შესაძლოა, დოქსორუბიცინის გადასხმის შემდეგ გამოვლინდეს:
- გულისრევა;
- ღებინება;
- ტკივილი მუცლის არეში;
- დიარეა;
- ასთენია (სისუსტის შეგრძნება);
- მომატებული ტემპერატურა.
სხვა გვერდითი ეფექტები შესაძლოა, იყოს სხეულის მასის კლება და პირველი 2 დღის განმავლობაში სისხლის წითლად შეფერვა.
ვიმედოვნებთ, კლინიკა, სადაც თქვენ იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით, ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს, რაც საშუალებას იძლევა პაციენტი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს და მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული მკურნალობის შესაძლებლობები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !