მოგესალმებით,
საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე იჩენს თავს, მაგრამ ბოლო დროს ქვედა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე შემცირდა. სამწუხაროდ, ხშირად მოგვმართავენ 30 წლამდე ასაკის ქალები, რომლებსაც სიმსივნის უკვე შორსწასული პროცესი აღენიშნებათ.
ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევების მატებას მრავალი რისკის ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორის – ცხოვრების არაჯანსაღი წესი, საკვები, ხშირი სტრესი.
მკურნალობის მეთოდის შერჩევისთვის მნიშვნელობა აქვს ავთვისებიანი პროცესის სტადიას, ზომას,ლოკალიზებას , მეტასტაზების არსებობას და ა.შ.
მკურნალობის მეთოდის არჩევა ,თანამედროვე მიდგომით , ხდება „კიბოს ჯგუფის „ ,იგივე ტუმორბორდის ( Tumor Board) მიერ ,რაც გულისხმობს იმას,რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად კლინიკური ონკოლოგი ,ქიმიოთერაპევტი ,ონკოქირურგი , რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი ,რადიოლოგი და სხვ .
მხოლოდ ასეთი ,ჯგუფის მიერ ,კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად .
ჩვენთვის უცნობია სად იტარებთ თქვენ მკურნალობას და რა პრინციპით იქნა არჩეული მკურნალობის მეთოდი თქვენს შემთხვევაში .
შესაბამისად , შეუძლებელია განისაზღვროს მკურნალობის პერსპექტივები ან ალტერნატიული მეთოდები .
აქედან გამომდინარე ,არსებობს ორი გზა .ერთ შემთხვევაში თქვენ უნდა ენდოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიყვეთ მის რჩევებს ,მეორე შემთხვევაში კი , განსხვავებული აზრის მოსასმენად მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და თქვენი ანამნეზი ,კვლევების პასუხები და დანიშნული მკურნალობა განხილული იქნეს ჩვენთან არსებული „ტუმორბორდის“ შეკრებაზე .
წინასწარ , შეგიძლიათ მობრძანდეთ ექიმ–ონკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც დანიშნავს ჯგუფის შეკრებას .
ონკოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ სამშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით.დამისვეს დიაგნოზი სარძევე ჯირკვლიდ კარცინომა.დამიწყეს მკურნალობა ჰორმონი ტერაპიით.არიმედიქსით.მაინტერესებს რამდენად განმკურნავს ბოლომდე??? თუ ჯობია ოპერაციული ჩარევა?? მადლობთ წინასწარ
პასუხი: