სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე - ონკოლოგია

კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
პასუხი:

მოგესალმებით,
ქალბატონო ნინო, მოგახსენებთ, რომ ზოგადად, როდესაც პაციენტს ძუძუს გავრცელებული კიბო აქვს, ინიშნება სხივური თერაპიის და ჰორმონული თერაპიის კომბინაცია. ზოგჯერ ამას ჰორმონო-ქიმიოთერაპიაც ემატება.
საჭიროა პაციენტის დინამიკაში დაკვირვება. ამისათვის 3-4 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება, ყოველწლიურად ჩატარდეს მამოგრაფია, ძვლების სკანირება, გულმკერდის ყაფაზის რენტგენოგრაფია და ღვიძლის გამოკვლევა, თავად პაციენტმა კი, უნდა აწარმოოს ყოველთვიური თვითგასინჯვა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიჰყვებით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
თუ გაინტერესებთ, ჩვენი ონკოლოგის მოსაზრება, როგორც წინა შეტყობინებაში, ახლაც ძალაში ვტოვებთ შემოთავაზებას უფასო კონსულტაციასთან დაკავშირებით.
ონკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა სამშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა