მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის სხივური თერაპია;
- ჩვენი კლინიკის აღჭურვილობა;
- რაზეა რადიოთერაპიის ჩატარება დამოკიდებული;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებლები;
- Tumor Board – კიბოს ჯგუფი.
პერიფოკალური ნიშნავს რადიოლოგიურად დადგენილი წარმონაქმნების ირგვლივ არსებულ მიდამოებს. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ კერა არის პერიფოკალური რეაქციის გარეშე, ნიშნავს, რომ არ ფიქსირდება ანთებითი ცვლილებები.
გარდა ამისა, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს პასუხს სრულად და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
სხივური თერაპია
იგივე რადიაციული თერაპიაა და ნეოპლაზიასთან ბრძოლის პროცესის ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია.
უკვე საუკუნეზე მეტია გამოიყენება მედიცინაში და წარმოადგენს ერთ-ერთ ხელსაწყოს ნეოპლაზიასთან ბრძოლის ველზე.
ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და დახვეწილი, 2018 წლის სხივური ამაჩქარებლებით Truebeam-ით და Vitalbeam–ით. ყოველი პაციენტისთვის დაგეგმარება და მკურნალობა სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
რადიოთერაპიის ჩატარება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და აუცილებელია განხილულ იქნას ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, თუმცა ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ტარდება თუ აკმაყოფილებს შემდეგ პოსტულატს: მკურნალობის აგრესიულობა არ უნდა აღემატებოდეს დაავადების აგრესიულობას.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებლები წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია „ვარიანის“ ორ უახლეს, კლინიკურად ეკვივალენტურ ტყუპ ამაჩქარებელს. მათი მეშვეობით შესაძლებელია ჩატარდეს მკურნალობა მსოფლიოში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით იგი ხასიათდება ადგილობრივი მოქმედებით, რის გამოც სისტემური გვერდითი მოვლენები არ გვხვდება.
ქირურგიისგან განსხვავებით კი, გარეგანი სხივური თერაპია არაინვაზიურია, არ საჭიროებს ანესთეზიას (განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გამოყენებისას ხდება სამიზნე ორგანოს შენარჩუნება.
საიმობილიზაციო აღჭურვილობის გამოყენებით, დასხივების დროს, პაციენტი იმყოფება კომპიუტერული ტომოგრაფის სიმულაციისთვის განსაზღვრულ პოზიციაში. მის გარშემო ბრუნავს სამკურნალო აპარატი და ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ასხივებს სასურველ, სამიზნე მოცულობას.
ამ ინფორმაციასთან ერთად, გირჩევთ გაითვალისწინოთ, რომ მდგომარეობა ნამდვილად სერიოზულია და მოითხოვს დროულ მკურნალობას. რაც შეეხება მკურნალობის პერსპექტივაზე და მოსალოდნელ შედეგზე, ამას დისტანციურად ვერ მოგახსენებთ.
თუმცა, თუ თქვენ დაინტერესდებით ჩვენი კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდის მოსაზრების გაცნობით, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ჩაიტაროთ მათი კონსულტაცია.
როგორც ზევით დავწერეთ, ჩვენთან დამკვიდრებული თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად, ყველა კლინიკური შემთხვევა ირჩევა სპეციალისტთა გუნდის, ე.წ. ტუმორბორდის (Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად:
- კლინიკური ონკოლოგი;
- ქიმიოთერაპევტი;
- ონკოქირურგი;
- რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი;
- რადიოლოგი.
მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/onkologia/29
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!