ფილტვის კიბო - ონკოლოგია

კითხვა: მაქვს ასეთი შეკითხვა, როცა ადამიანს ფილტვზე აქვს მე-2 სტადიის კიბო და ანალიზებში არანაირი ცვლილება, ამ დროს კეთდება თუ არა ოპერაცია მკურნალობის გარეშე?
პასუხი:

მოგესალმებით.

გაცნობებთ, დისტანციურ რეჟიმში ძნელია თქვენი შეკითხვის სწორად გაგება და მითუმეტეს, კომპეტენტური პასუხის გაცემა.
რაც შეეხება ზოგადად ონკოპაციენტის მართვას ,ამაში მონაწილეობს სპეციალისტთა მთელი ჯგუფი და ისე მიიღება გადაწყვეტილება .
კერძოდ, პაციენტის მდგომარეობა უნდა განიხილონ კლინიკურმა ონკოლოგმა, ქირურგმა, რადიოლოგმა, რადიოთერაპევტმა, მორფოლოგმა და საჭიროების შემთხვევაში, ასევე დამატებით, რომელიმე ვიწრო სპეციალისტმა.
პაციენტის ამგვარი გარჩევა იწოდება ტუმორბორდად, რომელიც ყველა კლინიკაში არ არის დამკვიდრებული, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების დახმარება შემოგთავაზოთ.
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ონკოლოგებთან საკონსულტაციოდ.
ასევე შეგიძლიათ, წინასწარ დარეკოთ და დააზუსტოთ თქვენთვის საინტერესო დეტალები ტელეფონით 577 119 119
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა