მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო;
- კიბოს მესამე სტადია;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა;
- კიბოს მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის არხის და საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ლორწოვანი გარსის ავთვისებიანი სიმსივნეა.
საშვილოსნოს ყელის კიბო ჩნდება ადამიანის პაპილომა ვირუსის ზემოქმედებით. ეს ვირუსი გადადის სქესობრივი გზით. არსებობს ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი, თუმცა ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, არ გადადის ავთვისებიან სიმსივნეში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ახასიათებს ავთვისებიანი წარმონაქმნის ფორმირება საშვილოსნოს ყელის მიდამოებში.
კიბოს მესამე სტადიაზე სიმსივნური წარმონაქმნი იკავებს არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის მიდამოებს, არამედ გადადის საშოს ქვედა ნაწილშიც.
საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება მრავალშრიანი ბრტყელი და ცილინდრული ეპითელიუმის საზღვარზე, რომელიც ახალგაზრდებში უფრო გარეთაა - ცერვიკალური არხის
ქვედა მესამედში, ხოლო ხანდაზმულებში კი არხის სიღრმეში გადაინაცვლებს.
საშვილოსნოს ყელის კიბოს კლინიკურ სიმპტომატიკას განსაზღვრავს სიმსივნის ლოკალიზაცია, ზრდის ფორმა და გავრცელების ხარისხი.
კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომია იქოროზული, სისხლიანი გამონადენი სასქესო გზებიდან, მუდმივად ან პერიოდულად, მენოპაუზის ან აციკლური სისხლიანი გამონადენის ფონზე და სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. გვიან სტადიებზე ჩნდება:
- ტკივილი;
- ჰემატურია;
- სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
- ქვედა კიდურის ცალმხრივი შეშუპება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა ქირურგიული, სხივური, მედიკამენტური, კომბინირებული ან კომპლექსურია. მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა დამოკიდებულია
სიმსივნის ჰისტოლოგიურ შენებასა და დაავადების სტადიაზე - ადგილობრივ და რეგიონულ გავრცელებაზე, ასაკზე. ფერტილობის ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ
სტადიებზე შესაძლებელია ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების ჩატარება, რომლის ძირითადი მიზანია სიმსივნური პათოლოგიის განკურნება ონკოლოგიური რადიკალობის
პრინციპების დაცვითა და ფერტილობის ფუნქციის შენარჩუნებით. გავრცელებული პროცესის ან მეტასტაზის შემთხვევაში შეიძლება გახანგრძლივდეს სიცოცხლე (პალიატიური მკურნალობით) და/ან გაუმჯობესდეს მისი ხარისხი (სიმპტომური მკურნალობით).
ქიმიო-რადიაციული (სხივური) თერაპია საშვილოსნოს ყელის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს მკურნალობის ოქროს სტანდარტია. თუმცა, ერთ კურსში დასხივების რაოდენობა სხვადასხვაგვარია და განიხილება ინდივიდუალურად.
ჩვენს მულტიპროფილურ კლინიკაში, სიმსივნის მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება „კიბოს ჯგუფის“, იგივე ტუმორბორდის (Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად:
- კლინიკური ონკოლოგი;
- ქიმიოთერაპევტი;
- ონკოქირურგი;
- რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი;
- რადიოლოგი;
- ექიმი-მორფოლოგი.
მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/onkologia/29
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!