მოგესალმებით,
მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად ვირუსული ეტიოლოგიისაა. მეჭეჭს სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული.
მეჭეჭის ზომა და ფორმა დამოკიდებულია როგორც მის ადგილმდებარეობაზე, ისე ტრავმატიზების დონეზე, რომელსაც შესაბამისი უბანი განიცდის.
ჩვეულებრივი მეჭეჭები ყველაზე მეტად არის გავრცელებული და ყველაზე უფრო კეთილთვისებიანია.
მათი დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება ერთ სანტიმეტრს. საკმაოდ მკვრივი კონსისტენციისაა, აქვს მკვეთრი კონტურები და უსწორმასწორო ზედაპირი. უმეტესად მომრგვალოა, თუმცა გვხვდება უსწორმასწორო ფორმისაც. ფერიც სხვადასხვანაირი აქვს: მოყვითალო, ბაცი ნაცრისფერი, რუხი, მურა-წაბლისფერი.
ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, აუცილებლად მიმართეთ ონკოლოგს პრევენციის მიზნით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ონკოლოგ ნინო ხუჯაძესთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს წარმონაქმნს, განსაზღვრავს, რა ტიპისაა ის (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნავთ რაციონალურ მკურნალობას.
გაცნობებთ, რომ ონკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა სამშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ფეხზე რბილ ნაწილზე რამდენიმე წელია ამომივიდა მეჭეჭივით და რა არის და რა ეშველება თუ დასჭირდება ქირურგიული ჩარევა ამას არანაირი მალამო არ უშველის რადგან დიდია და ძვირიც
პასუხი: