მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ჯირკვლოვან-პაპილური კარცინომა;
- საკვერცხის სიმსივნის ფორმები;
- რას ნიშნავს პირველადი სეროზული სიმსივნე;
- საკვერცის სიმსივნის ტიპები;
- საკვერცხის სიმსივნის მკურნალობა.
,,ჯირკვლოვან-პაპილური კარცინომა" როგორც დასკვნაშიცაა განმარტებული, წარმოადგენს საკვერცხის პირველად სეროზულ სიმსივნეს. შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
განასხვავებენ საკვერცხეების სიმსივნის პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.
პირველადი სეროზული სიმსივნე ნიშნავს, რომ სიმსივნე მცირე ზომისაა, წარმოდგენილია მხოლოდ კონკრეტული ორგანოს ფარგლებში და არ ვრცელდება მეტასტაზები ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში.
საკვერცხეების სიმსივნეები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე (გარდამავალი) და ავთვისებიანი.
საკვერცხეების/ფალოპის მილების სიმსივნეების კლინიკურ სიმპტომებს განსაზღვრავს შემდეგი კრიტერიუმები:
- სიმსივნის ლოკალიზაცია;
- ზრდის ფორმა;
- გავრცელების ხარისხი.
დაავადება, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გამოვლინდება შორსწასულ შემთხვევებში, როდესაც სიმსივნე ავსებს როგორც მცირე მენჯის, ისე მუცლის ღრუს.
საკვერცხეების სიმსივნეების მკურნალობა ქირურგიული, მედიკამენტური, სხივური, კომბინირებული ან კომპლექსურია. მკურნალობის მეთოდის განსაზღვრისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
- სიმსივნის ჰისტოლოგიური შენება;
- დაავადების სტადია;
- ადგილობრივი ან რეგიონული გავრცელება;
- პაციენტის ასაკი (ორგანოს შენარჩუნების თვალსაზრისით).
საჭიროების შემთხვევაში, რადიოთერაპიული მკურნალობის კომპონენტი უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, მსოფლიოში არსებული სტანდარტების შესაბამისად, რის შემდეგაც მიიღწევა ხანგრძლივი რემისია ( პათოლოგიური მოვლენის დროებითი შესუსტება ან სრულად გაქრობა).
კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რათა დაისახოს მკურნალობის სტრატეგია.
ასევე, შეგიძლიათ, პაციენტი მოიყვანოთ ჩვენს კლინიკაში, სადაც სიმსივნის მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება „კიბოს ჯგუფის“, იგივე ტუმორბორდის (Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად:
- კლინიკური ონკოლოგი;
- ქიმიოთერაპევტი;
- ონკოქირურგი;
- რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი;
- რადიოლოგი;
- ექიმი-მორფოლოგი.
მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, ჩატარდეს ბრაქითერაპია.
ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/onkologia/29
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!