მოგესალმებით,
პაპილარული კარცინომა – ICD-0-code 8504/2 G2pTisNoMx საშუალო ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფს მიეკუთვნება.
მისი მკურანლობა ქირურგიულია, ტარდება ტოტალური თირეოიდექტომია. ამის შემდეგ ინიშნება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია.
თუ კიბო გავრცელებულია ლიმფურ კვანძებზე ან/და მისი დიამეტრი აღემატება 10 მმ-ს, ოპერაციიდან 6 კვირის შემდეგ, იწყება რადიოთერაპიული მკურნალობა.
ზუსტ დიაგნოზსა და სამოქმედო გეგმაზე, უმჯობესია საუბრობდეს მკურნალი ექიმი. ამიტომ გირჩევთ, მიმართეთ მას.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ონკოლოგიურ პაციენტებს ვმკურნალობთ მულტიდისციპლინური მიდგომით. თითოეული პაციენტის კიბოს შემთხვევის განხილვა და მკურნალობის გადაწყვეტა ხდება ონკოკონსილიუმზე, ონკოლოგთა ჯგუფის, ანუ ე.წ. „Tumor Board“-ის მიერ, რომელიც შედგება ონკო–ქირურგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიაციული ონკოლოგის, ესპანეთიდან და აშშ–დან მოწვეული რადიაციული თერაპიის ექსპერტებისაგან.
სადღეისოდ, კიბოს მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ, სხივურ და სისტემური თერაპიის მკურნალობის მეთოდებს.
თუ გადაწვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/onkologia/29
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!