კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს მელანომა სნ ზოგადად რაიმე სახის სიმსივნე ანალიზებზე რა სახით აისახება
პასუხი:

მოგესალმებით,

მელანომა ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა. ის იშვიათი, თუმცა რთული დაავადებაა.
ვიზუალურად მელანომა ადამიანის სხეულზე არსებული ხალის ფორმით გამოისახება. ხშირ შემთხვევაში არის მუქი ფერის, თუმცა არსებობს უფერო მელანომები.
დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ულტრაიისფერი დასხივების დიდი დოზა;
  • ნევუსის ტრავმა;
  • ოჯახური წინასწარგანწყობა;
  • კანის სხვადასხვა დაავადება.   

როდესაც სიმსივნე ლოკალურია, ანუ მეტასტაზები ჯერ არ არის გავრცელებული, მკურნალობის საუკეთესო გზა წარმონაქმნის ამოკვეთაა.

რაც შეეხება დიაგნოსტირებას და მეტასტაზირების განსაზღვრას, კეთდება შემდეგი კვლევები:

  • სიასკოპია - ხალის ბუნების დიაგნოსტიკა; 
  • პუნქციური ბიოფსია;
  • ციტოლოგიური კვლევა.

სისხლის საერთო ანალიზი შესაძლოა, იყოს მცირედით ინფორმატიული, თუ მასში ერითროციტების რაოდენობა ნორმაზე მაღალია.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედსი) იმატებს როცა სახეზეა:

  • მწვავე ან ქრონიკული ანთებითი დაავადება; 
  • მოწამვლა;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • ძვლის მოტეხილობა;
  • ზოგადი ტრავმა; 
  • ანემია; 
  • თირკმლის პათოლოგია; 
  • სიმსივნური პროცესი და ა.შ.

თქვენს შემთხვევაში შესაძლოა, არაფერი იყოს საგანგაშო, თუმცა გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ონკოლოგთან და ჩაიტაროთ უფასო კონსულტაცია რომელიც ტარდება ყოველ სამშაბათს. ექიმი–სპეციალისტი ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს დაავადების შესახებ.

●  ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/29 


გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა