ფილტვის კიბო - ონკოლოგია

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ფილტვის კიბოს 4 სტადიის მქონე ავადმყოფს გაუგრზელდეს ქიმიოთერაპიის შეწყვეტილი კურსი.ერთი პროცედურის შემდეგ ძალიან დასუსტდა დავგ7 არ გააგრძელა...
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • ფილტვის კიბოს ანატომიური ტიპები;
  • ფილტვის კიბოს სახეობები;
  • ფილტვის კიბოს ჯგუფები;
  • რა არის Tumor Board.

filtvis_kibo

ფილტვის კიბოს კლინიკურ მონაცემების შესაფასებლად, სიმსივნის ლოკალიზაციის გარდა, სასურველია ვიცოდეთ ზრდის ფორმა და გავრცელების ხარისხი.
სიმსივნის ზრდის კლინიკურ-ანატომიური ფორმის მიხედვით ფილტვის კიბო შეიძლება იყოს:

  • ცენტრალური (ეგზობრონქული. ენდობრონქული და პერიბრონქული);
  • პერიფერიული (კვანძოვანი, პნევმონიისებრი, მწვერვალის კიბო).

ჰისტოლოგიური შენების მიხედვით არსებობს ფილტვის კიბოს 10-მდე სახეობა, თუმცა განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობის, მკურნალობის თავისებურებებისა და პროგნოზის გამო, ფილტვის კიბო, პირობითად იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:

  • ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო;
  • ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (ბრტყელუჯრედოვანი, ჯირკვლოვანი, მსხვილუჯრედოვანი).

ასევე, ფილტვის კიბოს დროს ხშირია პარანეოპლაზიური სინდრომები.
სწორედ ამ და სხვა მრავალი მონაცემის დაუზუსტებლობის გამო, დისტანციურად ვერ მოგახსენებთ შესაძლებელია თუ არა ქიმიოთერაპიის გაგრძელება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება „კიბოს ჯგუფის“, იგივე ტუმორბორდის (Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად:

  • კლინიკური ონკოლოგი;
  • ქიმიოთერაპევტი;
  • ონკოქირურგი;
  • რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი;
  • რადიოლოგი;
  • ექიმი-მორფოლოგი.

მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
საჭიროების შემთხვევაში კი, დაგენიშნებათ ბრაქითერაპია.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა