მოგესალმებით,
სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, ამიტომ შევეცდებით მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
თიმომა – ეს არის თიმუსის სიმსივნე, რომელიც შედგება:
- ლიმფოიდური უჯრედებისგან;
- ეპითელური უჯრედებისაგან.
თიმუსი წარმოადგენს გულმკერდის ღრუში არსებულ პატარა ორგანოს, რომელიც დაბადებამდე და ბავშვობის პერიოდში უზრუნველყოფს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას.
როგორც წესი, თიმომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
რაც შეეხება მკურნალობას, გავრცელებული მეთოდებია:
- ქირურგიული ჩარევით კიბოს უჯრედების მოცილება;
- რადიაციული ქიმიური თერაპია;
- ჰორმონული თერაპია.
ლიმფომა კი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა და იგი, ავთვისებიან დაავადებათა სტრუქტურაში მეხუთე ადგილს იკავებს. მისი გამომწვევი მიზეზი უმეტესად უცნობია.
ლიმფომა იყოფა ორ ძირითად ტიპად, ესენია:
- ჰოჯკინის ლიმფომა ( ეწოდა თომას ჰოჯკინის პატივსაცემად);
- არაჰოჯკინის ლიმფომა.
ლიმფომის ეს ორი ტიპი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, ამიტომ მკურნალობაც სხვადასხვანაირი სჭირდება.
იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს არაჰოჯკინის ლიმფომების 35-მდე ქვესახეობა, მიმოწერის რეჟიმში, მხოლოდ თქვენი მონათხრობიდან დასკვნების გაკეთება და დიაგნოსტირება შეუძლებელია.
უმჯობესია, დაელოდოთ ბიოფიის პასუხს, შემდეგ განიხილოთ ეს საკითხი მკურნალ ექიმთან ექიმთან ერთად და მოისმინოთ მისი გეგმები მკურნალობასთან დაკავშირებით.
ხოლო, თუ გაინტერესებთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც:
- მკურნალობის სქემა ეფუძნება საერთაშორისო გაიდლაინებს და პროტოკოლებს;
- ტარდება როგორც ქირურგიული მკურნალობა, ისე ქიმიოთერაპია ე.წ. ოქროს სტანდარტით R-CHOP სქემით;
- ვიყენებთ სხვადასხვა სქემას დაავადების ფორმის, სტადიის, პროგნოზული ფაქტორების გათვალისწინებით (ASAP; ABVD, BEACOPP, BACOD-E, COMLA,ESAP; Pro-MACE-CytaBOM, DHAP) და ა.შ. სქემებს;
- ტარდება მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია;
- მკურნალობა ხდება ინფუზომატის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ქიმიოთერაპიის რეჟიმი.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერატიულად არის შესაძლებელი დადგინდეს პათოლოგიური მდგომარეობა. ჩატარდეს ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია ტრანსფუზიულ–ინფუზიური თერაპიის განხორციელება.
ასე, რომ თუ გადაწყვეტთ ჩვენს კლინიკაში მობრძანებას, მოგემსახურებათ კვალიფიციური ონკოლოგი.
ასევე, გთხოვთ, თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!