მოგესალმებით,
ხალი - ეს არის კანზე არსებული პიგმენტური ლაქა, რომელიც ადამიანს დედის მუცლიდან დაჰყვება ან სიცოცხლის განმავლობაში უჩნდება. მედიცინაში ყოველგვარ ხალს, განურჩევლად ტიპისა, ეწოდება ნევუსი.
ნევუსის ყველაზე გავრცელებული ტიპია პიგმენტური ხალები. ეს ხალები ბრტყელია ან ოდნავ წამოწეული კანის ზედაპირიდან და მომრგვალო ფორმის.
შეფერილობა დამოკიდებულია მელანოციტების რაოდენობასა და მათი მდებარეობის სიღრმეზე. შეხებისას უმტკივნეულოა და არაფრით განსხვავდება დანარჩენი კანისგან.
მიმოწერის რეჟიმში რჩევას ვერ მოგცემთ, პირველ რიგში აუცილებელია დიფერენცირება.
პრევენციის მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ონკოლოგთან კონსულტაციაზე. ხალის ტიპის დადგენის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!