მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე - ონკოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ვარ 45 წლის. დამიდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე პირველი სტადია გავიკეთე ოპერაცია და 4 ქიმია ეხლა ვიკეთებ სხივებს პარალელურად არანაირ ჰორმონს არ მინიშნავენ გთხოვთ მიპასუხოთ სიმსივნე ჰორმონალურია და ხომ არ ვდგავარ საშიშროების წინაშე მნესტრუაციის მოსვლისას ისევ მეწყება მკერდის დამძიმება და ტკივილები სხივებთან ერთად ჰორმონებიც რომ დაენიშნათ უკეთესი ხომ არ იქნებოდა? ექიმი მეუბნება რომ სხივების შემდეგ დანიშნავს ჰორმონს მეშინია რომ ისევ არ წარმოიშვას ავთვისებიანი უჯრედები მადლიბა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე იჩენს თავს, მაგრამ ბოლო დროს ქვედა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე შემცირდა.
ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევების მატებას მრავალი რისკის ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორის – ცხოვრების არაჯანსაღი წესი, საკვები, ხშირი სტრესი.
მკურნალობის მეთოდის შერჩევისთვის მნიშვნელობა აქვს ავთვისებიანი პროცესის სტადიას, ზომას, ლოკალიზებას, მეტასტაზების არსებობას და ა.შ.

მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით, ხდება „კიბოს ჯგუფის „ ,იგივე ტუმორბორდის (Tumor Board) მიერ ,რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად კლინიკური ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ონკოქირურგი , რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი , რადიოლოგი და სხვ.

მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
ჩვენთვის უცნობია სად იტარებთ თქვენ მკურნალობას და რა პრინციპით იქნა არჩეული მკურნალობის მეთოდი თქვენს შემთხვევაში.
შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს მკურნალობის პერსპექტივები ან ალტერნატიული მეთოდები.
აქედან გამომდინარე, არსებობს ორი გზა. ერთ შემთხვევაში თქვენ უნდა ენდოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რჩევებს, მეორე შემთხვევაში კი, განსხვავებული აზრის მოსასმენად მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და თქვენი ანამნეზი, კვლევების პასუხები და დანიშნული მკურნალობა განხილული იქნეს ჩვენთან არსებული „ტუმორბორდის“ შეკრებაზე.
წინასწარ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ექიმ–ონკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დანიშნავს ჯგუფის შეკრებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა