კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ პაპილომა ვირუსის გენოტიპირებას – რა უნდა იცოდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ინფექციაზე?

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ პაპილომა ვირუსის გენოტიპირებას – რა უნდა იცოდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ინფექციაზე?

საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის ქსოვილის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებაა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს, ძუძუს კიბოს შემდგომ, ქალთა სიმსივნეებს შორის მეორე ადგილი უკავია.

მსოფლიოში ყოველ წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 370 ათასი ახალი შემთხვევა ჩნდება. განვითარებულ ქვეყნებში ამ დავადების გამო იღუპება 100 ათასი ადამიანიდან ერთი. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, რადგან კვლევის ახალი მეთოდების შემოღებამ შესაძლებელი გახადა კიბოს ადრეული დიაგნოსტირება. საწყის ეტაპზე ამ დაავადების მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია – ქალს მკვეთრად უხანგრძლივდება სიცოცხლე, შეუძლია შეინარჩუნოს ნორმალური ცხოვრების წესი, შრომის და რიგ შემთხვევებში შვილოსნობის უნარიც.

საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე ხშირია 40 წლის ზევით ასაკში, თუმცა არის მისი შემთხვევები 20-30 წლის ასაკის ქალებშიც. საშვილოსნოს ყელის კიბო 20 წლამდე ასაკის ქალებში თითქმის არ გვხვდება. საშვილოსნოს ყელის კიბო უიშვიათესია ქალიშვილებში. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დაწყებიდან კიბოს განვითარებამდე საშუალოდ 10-12 წელი გადის.

მოსახლეობის მასიურმა პროფილაქტიკურმა გასინჯვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა.

პაპილომა ვირუსი წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე გავრცელებულ ინფექციას, რომელიც ითვლება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ძირითად ფაქტორად.

არსებობს პაპილომა ვირუსის ასზე მეტი სახეობა. აქედან 30 სახეობა არის ონკოგენური.

განასხვავებენ მაღალი და დაბალი რისკის პაპილომა ვირუსებს. სწორედ მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის გენოტიპირებას გთავაზობთ კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ და ქართულ–გერმანული ლაბორატორია, რომელიც ამავე კლინიკაში ფუნქციონირებს. ერთობლივი აქციით 196 ლარის ნაცვლად მხოლოდ 135 ლარად შეგიძლიათ ჩაიტაროთ დროული სკრინინგი.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ვრცლად!

პაპილომა ვირუსისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ გვესაუბრება კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგი მაია ურუშაძე.   

„დაბალი რისკის ვირუსები იწვევენ საშვილოსნოს ყელის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას და გენიტალურ კონდილომებს. მაღალი რისკის ვირუსებიდან ონკოაგრესიული ტიპები იწვევენ საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ინვაზიას. მაღალი რისკის 20-ზე მეტი ტიპიდან განსაკუთრებით ონკოაგრესიულია 13, 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 68 ტიპები“, – აცხადებს ქალბატონი მაია.

– რას გვეტყვით პაპილომა ვირუსის გადაცემის გზებსა და რისკ–ფაქტორებზე?

პაპილომა ვირუსის გადაცემის სამი ძირითადი გზა არსებობს:

  • სქესობრივი;
  • კონტაქტური;
  • მშობიარობის დროს  დედიდან ახალშობილზე, როდესაც ნაყოფი დაინფიცირებული დედის სამშობიარო გზას გაივლის.

    რისკ–ფაქტორებს განეკუთვნება:

  • სქესობრივი კონტაქტის დაწყება ადრეულ ასაკში;
  • მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა.

კიბოდ გარდაქმნის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • მრავალჯერადი მშობიარობა;
  • მცირე ასაკი პირველი მშობიარობისას;
  • თამბაქო;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ქლამიდიოზი, ჰერპესი, ტრიქომონიაზი და ა.შ);
  • ხშირი აბორტი.

პაპილომა ვირუსული ინფექციების და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე პათოლოგიების (ექტოპია, კონდილომა, ჭეშმარიტი ეროზია), ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციების არსებობამ შესაძლებელია განაპირობოს საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბოს განვითარება.

– ახასიათებს თუ არა სიმპტომები?

– პაპილომა ვირუსის გადამტანები ძირითადად მამაკაცები არიან, თუმცა მათ არანაირი გარეგნული გამოვლინება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ კონდომი ვერ უზრუნველყოფს სრულ დაცვას პაპილომა ვირუსისგან, ვირუსი გენიტალიების გარშემო აღინიშნება და კონდომი კი ამ ზონებს ვერ ფარავს.

ხშირ შემთხვევაში პაპილომა ვირუსით ინფიცირების დროს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებათ.

თუმცა ზოგჯერ პაციენტებს  აქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • არარეგულარული ციკლთა შორისი სისხლიანი გამონადენი საშოდან (ხშირია სქესობრივი კონტაქტის დროს);
  • ტკივილის შეგრძნება ზურგის, ფეხებისა და მენჯის მიდამოში;
  • დაღლილობა;
  • წონის კლება;
  • გამონადენი საშოდან უსიამოვნო სუნით;
  • ერთი კიდურის შესიება.

– კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ და ქართულ გერმანული ლაბორატორია მკითხველს ერთობლივ აქციას – მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის გენოტიპირებას სთავაზობს. რას გულისხმობს ეს აქცია, როგორ მიმდინარეობს ეს კვლევა?

– იმისთვის, რომ დადგინდეს პაციენტს თუ რომელი ტიპის პაპილომა ვირუსი აქვს, აუცილებელია ჩატარდეს პაპილომა ვირუსის გენოტიპირება.  აღნიშნული ტესტირების ჩატარება ქალებში რეკომენდებულია 3-5 წელიწადში ერთხელ.

გენოტიპირების ტესტის ჩატარებამდე პაციენტებს უტარდებათ კოლპოსკოპიური (საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული კვლევის მეთოდი) კვლევა და პაპ-ტესტი (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ციტოლოგიური კვლევა).

დადებითი პაპ-ტესტისა და კოლპოსკოპიით აღმოჩენილი დაზიანების შემთხვევაში ტარდება ქსოვილის ბიოფსია და პაპილომა ვირუსის შემდგომი გენოტიპირება.

საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხი იგზავნება ქართულ-გერმანულ ლაბორატორიაში, სადაც დნმ აპლიკაციის საშუალებით  ხდება 24 სახეობის  ვირუსის აღმოჩენა და დგინდება მათი ონკოგენობა.

რა სიმპტომებით ხასიათდება საშვილოსნოს ყელის კიბო?

– მისთვის დამახასიათებელია: „ხორცის ნარეცხის“ ფერი გამონადენი საშოდან მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში, სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ, ჩვეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაცია (7 დღეზე მეტი), ზოგადი ინტოქსიკაციის (მოწამვლის) ნიშნები (საერთო სისუსტე, უმადობა, სხეულის წონის კლება, ტემპერატურის მატება და სხვა), ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

ამ ნიშნებიდან ერთის ან თუნდაც რამდენიმეს არსებობა არ ნიშნავს, რომ გაქვთ კიბო. მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების (მათ შორის კიბოსიც) ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე შორსწასულ შემთხვევებში.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ხელშემწყობი (რისკის) ფაქტორები.

დღესდღეობით საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ძირითად ფაქტორად, და გარკვეულწილად მიზეზადაც, მიიჩნევენ ვირუსებს:

  • ადამიანის პაპილომის ვირუსის (HPV) ზოგიერთი სახეობა (გენოტიპი);
  • ჰერპესის ვირუსი;

       – უმკურნალებელი ფონური დაავადებები ;

საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საკმაოდ გავრცელებულია, შეადგენს გინეკოლოგიური დაავადებების 10-15%-ს. წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, ვითარდება უხშირესად არხის მიმდებარე მიდამოში. ეროზიის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს:

• მექანიკური: ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა ხშირი აბორტების, მშობიარობის, ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ხანგრძლივად გამოყენების შედეგად;

• ჰორმონული: საერთო ჰორმონული ფონის დარღვევა ან ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი გამოყენება;

• სქესობრივი გზით გადამდები უმკურნალებელი ინფექციები, განსაკუთრებით ვირუსული წარმოშობის.
ლეიკოპლაკია: მოთეთრო ლაქები საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე, რასაც ეპითელიური უჯრედების გასქელება და “გარქოვანება" იწვევს.

პოლიპები: მომრგვალო ფორმის, სხვადასხვა ზომის, გლუვი კონტურების მქონე წანაზარდები
საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე, უხშირესად ყელის არხში. მათი წარმოშობის მიზეზი ძირითადად უცნობია, თუმცა მის განვითარებას ხელი შეიძლება შეუწყოს ყელზე მექანიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებამაც.
კონდილომები: საშვილოსნოს ყელის ვირუსული წარმოშობის (ადამიანის პაპილომა-ვირუსი) მეჭეჭები.

ეროზირებული ექტროპიონი: ვითარდება მშობიარობის ან აბორტების დროს საშვილოსნოს ყელის დაზიანების შედეგად: მისი ლორწოვანი გარსის მთლიანობა ირღვევა და ყელის არხი ამობრუნდება საშოსკენ.
- ქალის სქესობრივი ცხოვრების თავისებურებანი:
• სქესობრივი ცხოვრების ადრეულად, 16 წლის ასაკამდე დაწყება;
• აბორტები და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
• ხშირი აბორტები და მშობიარობა;
• ბევრი სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
• დაუცველი სექსი.
გასათვალისწინებელია:
• უმკურნალებელი ანთებადი და ვენერიული დაავადებები;
• ასაკი 55 წელს ზევით;
• მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები;
• თამბაქოს მოხმარეობა.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა;
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს მაია ურუშაძეს ნომერზე 577 50 50 19;

გისურვებთ ჯანმრთელობას!