რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიბოს შესახებ უნდა იცოდეთ!

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიბოს შესახებ უნდა იცოდეთ!

თამბაქო კიბოს გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორია!

  • გლობალურად, კიბო სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე მიზეზია და ამ მიზეზით 2015 წელს 8.8 მილიონი ადამიანი დაიღუპა. გლობალურად, გარდაცვალების ყოველი 6 მიზეზიდან 1 – კიბოა;
  • კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევათა 70% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებშია დაფიქსირებული;
  • კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევათა მესამედი გამოწვეულია 5 ძირითადი რისკ–ფაქტორის გამო:  სხეულის მასის მაღალი ინდექსი, კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება;
  • თამბაქო კიბოს გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორია და იწვევს კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის შემთხვევების 22%–ს;
  • კიბოს გამომწვევი ინფექციები, ჰეპატიტი და პაპილომა ვირუსი (HPV) კიბოს 25%–ს იწვევს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში;
  • სიმპტომების მოგვიანებით გამოვლენის, დიგნოსტირების და მკურნალობის ჩაუტარებლობის  შემთხვევები ხშირია!
  • 2017 წელს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მხოლოდ 26%–ს აღმოაჩნდა პათოლოგიის მართვისათვის საჭირო  სერვისები. ამის ფონზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 90%–ს აქვს შესაძლებლობა, რომ  კიბოს მკურნალობა მოსახლეობისათვის იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან  ეს ციფრი ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ მაქსიმუმ 30%-მდე აღწევს.