Philips SmartSpeed 3.0 T DIGITAL AI MRI: რევოლუციური დიაგნოსტიკა ჩვენს კლინიკაში

Philips SmartSpeed 3.0 T DIGITAL AI MRI: რევოლუციური დიაგნოსტიკა ჩვენს კლინიკაში

ჩვენს კლინიკაში მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ Philips SmartSpeed MRI ტექნოლოგია – ინოვაცია, რომელიც მთლიანად ცვლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოცდილებას. ეს არ არის უბრალოდ ახალი აპარატი, ეს არის ხელოვნური ინტელექტის სრული ინტეგრაცია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, ზუსტ და მაქსიმალურად კომფორტულ კვლევას ყველა პაციენტისთვის.

რატომ არის Philips SmartSpeed MRI თქვენი საუკეთესო არჩევანი?

1. მნიშვნელოვნად შემცირებული კვლევის დრო:

o  3-ჯერ უფრო სწრაფად: Philips SmartSpeed-ის AI ალგორითმები საშუალებას გვაძლევს, კვლევები ჩავატაროთ უმოკლეს დროში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაცილებით ნაკლებ დროს გაატარებთ აპარატში, რაც ამცირებს დისკომფორტს და შფოთვას.

o  ნაკლები მოძრაობის არტეფაქტი: სწრაფი სკანირება ამცირებს პაციენტის მოძრაობით გამოწვეული გამოსახულების დაბინდვის რისკს, რაც უზრუნველყოფს კვლევის მაღალ ხარისხს და განმეორებითი სკანირების საჭიროების აუცილებლობას.

2.  უმაღლესი დიაგნოსტიკური სიზუსტე:

o  კრისტალურად სუფთა გამოსახულება: SmartSpeed ტექნოლოგია ქმნის უმაღლესი რეზოლუციის და დეტალიზაციის გამოსახულებებს. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს რადიოლოგებს, დაინახონ ყველაზე მცირე პათოლოგიური ცვლილებებიც კი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის სწორი დაგეგმვისთვის, განსაკუთრებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში.

o  გაუმჯობესებული დიაგნოსტიკური შესაძლებლობები: ექიმებს ეძლევათ საშუალება, უფრო ეფექტურად გამოავლინონ და შეაფასონ სხვადასხვა დაავადებები – ნევროლოგიური დარღვევებიდან დაწყებული, ონკოლოგიურ პათოლოგიებამდე.

3.  პაციენტის გაუმჯობესებული კომფორტი და გამოცდილება:

o  მეტად მეგობრული გარემო: MRI კვლევა ბევრისთვის სტრესულია. SmartSpeed-ის სიჩქარე მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს. ამას ემატება 3D ვიდეო-აუდიო მხარდაჭერა: თქვენ ისვენებთ - ჩვენ ვიკვლევთ!

o  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლაუსტროფობიის მქონე პირებისთვის: ნაკლები დრო აპარატში ნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია იდეალურია პაციენტებისთვის, ვისაც უჭირს უძრავად დიდხანს ყოფნა.

კვლევის ჩატარება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით 24/7 შაბათ-კვირის ჩათვლით +995 322 02 25 25

 

მისამართითბილისიდიღომიჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

დაგვირეკეთ