
მრტ-მამოგრაფია
მრტ-მამოგრაფია - არის ეფექტური კვლევის მეთოდი სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური პროცესების (უპირველესად, სიმსივნური პროცესების) გამოვლენისთვის, ასევე იმპლანტების შესაფასებლად.
მრტ - მამოგრაფიისუპირატესობები:
- მრტ- მამოგრაფიის დროს პაციენტი არ იღებს დასხივებას
- შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაზე, მცირე ზომის სიმსივნური პროცესების შეფასება
- სხვა კვლევებისთვის რთულად შესაფასებელი პათოლოგიების აღმოჩენა/შეფასება
- იმპლანტების მდგომარების სრული შეფასება, რაც კვლევის სხვა მეთოდით იმპლანტის არსებობის გამო მიუღწეველია
როგორ მიმდინარეობს კვლევა:
პაციენტი გაუნძრევლად წევს გულდაღმა დაახლ. 30 წუთის განმავლობაში, ორივე სარძევე ჯირკვალი თავსდება სპეციალურ კოჭაში(ე.წ.ქოილი), რომელიც არის კომფორტული და იმეორებს ანატომიურ ფორმას. კვლევის პროცესში ინტრავენულად შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება. მრტმამოგრაფია ყოველთვის ტარდება კონტრასტული გაძლიერებით!
საჭიროებს თუ არა პაციენტი წინასწარმომზადებას?
- რეპროდუქციული ასაკის ქალებში კვლევა ტარდება მენსტრუაციული ციკლის მეორე კვირის განმავლობაში! (მე-7- მე-14 დღეების ინტერვალში);
- ანამნეზში ალერგიული რეაქციების არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია წინასწარი კონსულტაცია ალერგოლოგთან, ან ალერგოლოგიური სინჯის ჩატარება;
აქვს თუ არა მრტ მამოგრაფიას უკუჩვენება?
- ორგანიზმში მაგნიტურ ველში არათავსებადი მეტალის უცხო სხეულის არსებობა;
- ორსულობა/ლაქტაცია.
რომელ აპარატზე ტარდება მრტ მამოგრაფია?
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მრტ მამოგრაფია ტარდება უახლეს ციფრულ მრტ აპარატზე Philips Ingenia Elition X!
კვლევის ჩატარება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით 24/7 შაბათ-კვირის ჩათვლით +995 322 02 25 25
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომიჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!