ანგიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან გოგლიაშვილი ბათუმის კლინიკაში
რატომ უნდა მიმართოთ ანგიოლოგს?
ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ვარიკოზული ვენები – ეს ის სიმპტომებია, რომლებიც შესაძლოა სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე მიანიშნებდეს. 1 ნოემბერს თბილისიდან მოწვეული წამყვანი ანგიოლოგი, ლევან გოგლიაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში მიიღებს პაციენტებს.
ეს არის შესაძლებლობა, გაიაროთ კონსულტაცია ერთ-ერთ საუკეთესო ანგიოქირურგთან და დროულად დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა.
რას მოიცავს ანგიოლოგის ვიზიტი?
ანგიოქირურგის კონსულტაცია – დეტალური შეფასება და დიაგნოზი
ქვემო კიდურების დუპლექს სკანირება – სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა
მხარ-გოჯის ინდექსის განსაზღვრა – არტერიების გამავლობის შეფასება
როდის უნდა მიმართოთ ანგიოლოგს?
თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები, გირჩევთ, არ გადადოთ კონსულტაცია:
- ვენური გამობერილობები
- შეშუპება
- წვა
- ქავილი
- კანის ფერის შეცლა თითების და წვივის არეში
- წყლულების არსებობა კიდურებზე
- ტკივილი სიარულის დროს
- თავბრუსხვევა
- ყურებში ხმაური
რატომ უნდა აირჩიოთ ქირურგიის ეროვნული ცენტრი?
ბათუმის ქირურგიის ეროვნული ცენტრი გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით და წამყვანი სპეციალისტების გუნდით. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ სწრაფ და ეფექტურ დიაგნოსტიკას, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და ინდივიდუალურ სამკურნალო გეგმას.
როგორ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე?
ადგილები შეზღუდულია, წინასწარი ჩაწერა აუცილებელია!
თარიღი: 1 ნოემბერი
მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2
ჩაწერისთვის დარეკეთ: 0422 40 00 00
ნუ გადადებთ – იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე დღესვე!
დაგვირეკეთ
რა აინტერესებთ პაციენტებს
მიალგია
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
დაღლილი ფეხების სინდრომი
კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?
ვენური პათოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.
სტენტირება
კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა
სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.
მტევნის ართრიტი
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას
