ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
პროფესიულ დღესასწაულს კლინიკაში უკვე მეხუთე წელია აღნიშნავენ. წლევანდელი კონფერენცია საექთნო პრაქტიკის განვითარებაში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლს მიეძღვნა.
კლინიკის ექთნებმა სპეციალურად ამ დღისთვის სამედიცინო სფეროში აქტუალური საკითხები წამოჭრეს და პრეზენტაციის სახით მოამზადეს.
ღონისძიება ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საკონფერენციო დარბაზში. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თეა გამეზარდაშვილის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.
დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა არაერთი საინტერესო მოხსენება, მაგალითად, თუ როგორია ექთნის როლი თრომბოლიზისის დროს, ექთნის როლი მწვავე იშემიური ინსულტის დროს ცერებრული არტერიის თრომბოზის ენდოვასკულურ მკურნალობაში, რა ევალება ექთანს რადიაციულ ონკოლოგიაში, რა სპეციფიკით გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულის პაციენტის მოვლა, რატომ არის საშიში სამედიცინო მოწყობილობებით გამოწვეული ინფექციები და სხვა.
ძალიან ემოციური იყო ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული დეპარტამენტის ექთნის ლუიზა ჟვანიას მოხსენება – როგორც ქალბატონმა ლუიზამ სტუმრებს განუცხადა, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და საყვარელ პროფესიას უკვე 42 წელია ერთგულად ემსახურება.
კონფერენციაზე სტუმრებმა მოისმინეს შემდეგი მოხსენებები:
- „სამედიცინო მოწყობილობით გამოწვეული ინფექციები“ – რუსუდან ცინცაძე;
- „ექთნის როლი რადიაციულ ონკოლოგიაში“ – თამთა წიქარიშვილი;
- „კლინიკური შემთხვევა განსაკუთრებული სირთულის პაციენტის მოვლის სპეციფიკა“ – დარეჯან ჩაჩუა;
- „სლივ–გასტრექტომიის შემდგომი პოსტოპერაციული პაციენტის მოვლა“ – თამარ ძებისაშვილი;
- „ექთნის როლი თრომბოლიზისის დროს“ – გიორგი ნადირაძე;
- „პიკლაინი“ – ხატია თებიძე;
- „თირკმლის სანიაღვრე (ნეფროსტომია)“ – კონსტანტინე კეკელია;
- „ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და ექთნის როლი“ – ეკატერინე წერეთელი;
- „მიოკარდიუმის ინფარქტი“ – მაია ამირეზაშვილი;
- „ექთნის როლი მწვავე იშემიური ინსულტის დროს ცერებრული არტერიის თრომბოზის ენდოვასკულურ მკურნალობაში“ – ქრისტინე ტოგონიძე;
- „ძვლის ტვინის პუნქცია“ – თამარ ადამია;
- „ექთნის როლი რადიოლოგიაში“ – ნინო კობახიძე;
- „რკინადეფიციტური ანემია“ – ლიკა ტალახაძე;
- „ენდოვასკულური საოპერაციოს როლი თანამედროვე მედიცინაში“ – მარიამ დიღმელაშვილი;
- „აბსცესი“ – ლუიზა ჟვანია.
ტრადიცია არც წელს დაირღვა და კონფერენცია საზეიმო ვახშმით დაგვირგვინდა.
საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდა, რადგან რესტორან „შარბათში“ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა ვინაობა გამოვლინდებოდა. მართლაც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისთვის კლინიკის ხელმძღვანელებმა არაერთი მნიშვნელოვანი, საპატიო ჯილდო დააწესეს.
თავდაპირველად კონფერენციის ყველა მონაწილეს სიგელი გადასცეს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ყველა თემა იმდენად საინტერესო იყო, რომ საუკეთესოს გამოვლენა ძალიან გაუჭირდათ.
დირექტორების აზრით, 15 მონაწილეს შორის საუკეთესო საექთნო თემა წარადგინა კონსტანტინე კეკელიამ (ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი) და პირველი ადგილიც დაიმსახურა – გამარჯვებულს ფულადი ჯილდო გადასცეს.
მეორე ადგილის მფლობელია 2 მონაწილე – ხატია თებიძე (კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნეონატოლოგიური სამსახური) და რუსუდან ცინცაძე (კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი) ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ.
მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო წილად ხვდათ მარიამ დიღმელაშვილს (ქირურგიის ეროვნული ცენტრის საოპერაციო დეპარტამენტი) და თამთა წიქარიშვილს (ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი).
ასევე გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები.
ნომინაციაში „დეპარტამენტის საუკეთესო ექთანი“ დაჯილდოვდნენ:
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის საუკეთესო ექთანი – ანა ღოღელიანი;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის საუკეთესო ექთანი – თეა გუშარაშვილი;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგიის დეპარტამენტის საუკეთესო ექთანი – მეხრალ რუსტამოვი;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიის დეპარტამენტის საუკეთესო ექთანი – თამარ კარბელაშვილი;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის საოპერაციო დეპარტამენტის საუკეთესო ექთანი – თეა ლონგურაშვილი;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საოპერაციო დეპარტამენტის საუკეთესო ექთანი – სოფო ბერბიჭაშვილი.
ნომინაციაში „დეპარტამენტის საუკეთესო ექთნის დამხმარე“ დაჯილდოვდნენ:
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის საუკეთესო ექთნის დამხმარე – ვასილ მაისურაძე;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგიის დეპარტამენტის საუკეთესო ექთნის დამხმარე – ლიკა ტალახაძე;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის პოლიპროფილური დეპარტამენტის საუკეთესო ექთნის დამხმარე – გურანდა კოხტაშვილი;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის საოპერაციო დეპარტამენტის საუკეთესო ექთნის დამხმარე – მადონა ბუღაძე;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მულტიპროფილური დეპარტამენტის საუკეთესო ექთნის დამხმარე – თამარ რეხვიაშვილი.
ნომინაციაში „წლის საუკეთესო საექთნო გუნდი“ დაჯილდოვდა კლინიკის 6 დეპარტამენტი. (ჟიურიმ თითოეული გუნდი 2018/2019 წლებში გატარებული პაციენტებისა და მადლობის წერილებისმიხედვით შეარჩია):
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის წლის საუკეთესო საექთნო გუნდი, I ადგილი – სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის წლის საუკეთესო საექთნო გუნდი, II ადგილი – საოპერაციო დეპარტამენტი;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის წლის საუკეთესო საექთნო გუნდი, III ადგილი - ტოქსიკოლოგიის, გინეკოლოგიისა და მულტიპროფილური დეპარტამენტი;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ წლის საუკეთესო საექთნო გუნდი, I ადგილი – მულტიპროფილური დეპარტამენტი;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ წლის საუკეთესო საექთნო გუნდი, II ადგილი - ქირურგიის დეპარტამენტი;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ წლის საუკეთესო საექთნო გუნდი, III ადგილი - სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი.
ნომინაციაში „წლის საუკეთესო პაციენტის გადამყვანი“ გამარჯვებულია ონისე ხუციშვილი (ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი).
ასევე მადლობის სიგელები გადაეცათ:
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარ ექთანს ქეთევან ქოქიაურს;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის უწყვეტი საექთნო სწავლების სამსახურის კურატორს ნინო ჩუბინიძეს;
- ქირურგიის ეროვნული ცენტრის საოპერაციო დეპარტამენტის უფროს ექთანს ლალი ჩადუნელს;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ უფროს ექთანს თინათინ ვარდანაშვილს.
ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ წარმატებულ ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვის საექთნო სამსახურს. საექთნო საქმე წარმოადგენს დამოუკიდებელ საქმიანობას, რომლის ძირითადი მიზანია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტთა კვალიფიციური მოვლა და სამკურნალო ღონისძიებათა შესრულება.
ცნობისთვის, მსოფლიოში ექთნების საერთაშორისო დღე 1974 წლიდან აღინიშნება.
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!