გადაუდებელი დახმარება

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი კლინიკის კარიბჭეს წარმოადგენს.

დეპარტამენტი 8 საწოლზეა გაშლილი და ამ მიზნით გამოყენებულია გერმანული კომპანია „შროდერის“  უახლესი ფუნქციური და მანევრირებადი საწოლები.

ყველა საწოლთან მოწყობილია ჟანგბადის წერტილები და მონიტორული სისტემა, რითაც შესაძლებელია თითოეული პაციენტის კარდიომონიტორირება.

დეპარტამენტი სრულადაა აღჭურვილი სარეანიმაციო მოწყობილობებით. აქ არის გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის წარმოებისათვის აუცილებელი ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურა, 24/7-ის რეჟიმში პაციენტების განკარგულებაშია  ულტრათანამედროვე  რენტგენოგრაფი, ექოსკოპები APLIO  400 და  APLIO 500,  TOSHIBA-ს ფირმის კომპიუტერული და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი, ანგიოგრაფი  Shimadzu–ს წარმოების Trinias B12, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის საზღვრებს გარეთ და ექსკლუზიურია ჩვენს რეგიონში (ამიერკავკასიაში), რაც საშუალებას გვაძლევს წარმატებით  ვაწარმოოთ ნებისმიერი ტიპის ენდოვასკულური მანიპულაციები და ოპერაციები კარდიო, ნეირო და ანგიოვასკულური ინტერვენციების სახით.

24 საათის განმავლობაში გადაუდებელი ჩარევების რეჟიმშია შესაძლებელი კორონარების, თავის ტვინის და სხვა არტერიების გამოკვლევა და სტენტირება. ამ აპარატურას ემსახურებიან ადგილზე მყოფი გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები.  24 საათის განმავლობაში გამართულად მუშაობს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომელშიც შესაძლებელია ყველა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შეუფერხებლად.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს გადაუდებელი დახმარების,   ამბულატორიული, ქირურგიის, ტოქსიკოლოგიის, შინაგან სნეულებათა, გინეკოლოგიის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის, სისხლის დაავადებათა, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის, კრიტიკული მედიცინის, ანესთეზიოლოგიის, საოპერაციო, ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის, სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის, კარდიოლოგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ენდოკრინული ქირურგიის, ენდოვასკულური ანგიოლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტები, აგრეთვე ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი.

კლინიკას  გააჩნია ნებისმიერი სირთულის პათოლოგიის მართვის სრული რესურსი. კლინიკაში პაციენტის მართვა იწყება გადაუდებელი დახმარების  დეპარტამენტიდან. ყველა დეპარტამენტი და კლინიკის სხვა სტრუქტურული ერთეულები მჭიდროდ თანამშრომლობენ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტთან და ერთობლივი მუშაობით ართმევენ თავს ურთულეს ამოცანებს – პაციენტების ტრიაჟს, დროულ დიაგნოსტირებას, სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრას და რეალიზებას, მოგეხსენებათ, დროულ და ადეკვატურ გაუდებელ დახმარებასა და დიაგნოსტირებას ლომის წვლილი აქვს დაავადებაზე გამარჯვებისა და პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში!

დეპარტამენტში წარმატებით მუშაობს სტაჟირების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება  კადრების პროფესიული ზრდა და განვითარება.

ულტრათანამედროვე აღჭურვილობამ და პროფესიონალი კადრებით  დაკომპლექტებულმა გუნდმა საშუალება მოგვცა ვმართოთ ურთულესი დაავადებები და მუდამ ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ექიმები

სიახლეები