მანუელა ფიფია
რეანიმატოლოგი
განათლება
2014–2018 წწ. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება;
2007–2013 წწ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის ფაკულტეტი – სამკურნალო საქმე.
რეანიმატოლოგ–ანესთეზიოლოგის სერტიფიკატის მფლობელი.
სამუშაო გამოცდილება
2013 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ჯერ უმცროსი, შემდგომში კი ექიმ–რეანიმატოლოგის თანამდებობაზე;
გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრის ექიმი–რეანიმატოლოგი;
2018 წელი (პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე) თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი;
2017–2018 წწ. კლინიკა „ნეო მედი“, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი;
2016–2017 წწ. გადაუდებელი მედიცინის ცენტრი, ინტენსიური თერაპიის პალატის უმცროსი ექიმი.
არაერთი კონფერენციის მონაწილე.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.