ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა პაციენტმა ზოგადი საერთო სისუსტით.
უჩიოდა მარჯვენა ფერდქვეშა არეში ყრუ ტკივილს, ჰქონდა მაღალი ცხელება. გასინჯვით პაციენტს მწვავე მუცლის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ ქირურგთა ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია. კვლევა ჩატარდა კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფით Toshiba aquilion RXL–ით, რომელიც თავის კლასში უპირობო ლიდერია. გამოვლინდა ღვიძლის აბსცესი. აღსანიშნავია ისიც, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგმა ვასილ გერგედავამ აბსცესის ღრუში უცხო წარმონაქმნი შენიშნა.
ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია – ლაპარატომია, აბსცესის ღრუს დრენირება, ინახა კუჭ–ღვიძლის ფისტულის არსებობა, ხოლო აბსცესის ღრუდან ქირურგებმა ამოიღეს საკმაოდ დიდი ზომის თევზის ფხა. ოპერაცია შეასრულეს ჩვენი კლინიკის ქირურგებმა გიგო ფიჩხაიამ და შოთა ძაგანიამ.
პოსტოპერაციული პერიოდი დადებითი დინამიკით მიმდინარეობდა. პაციენტი გაუმჯობესებული მდგომარეობით გაეწერა ბინაზე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!