ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა კლინიკის დაარსების 71 წლის და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 128 წლისადმი მიძღვნილი იუბილე აღნიშნა

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა კლინიკის დაარსების 71 წლის და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 128 წლისადმი მიძღვნილი იუბილე აღნიშნა

საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან – ამ ლოზუნგით ქირურგიის ეროვნული ცენტრი 71 წელია ემსახურება მოსახლეობას.

ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენს კლინიკაში 24 ნოემბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის 71 წლისთავისადმი და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 128 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, კომპანია „ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა რიგით მესამე სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“.

კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა.

კონფერენციას თავმჯდომარეობდა კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე. ხოლო თანათავმჯდომარეები გახლდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ლაშა ბაზაძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი თეა გამეზარდაშვილი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ბატონი ნიკოლოზ ჩადუნელი. თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარეების მისალმების შემდეგ კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.     

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ არაერთი საინტერესო თემა მოისმინა. კონფერენციის თავმჯდომარესა და თანათავმჯდომარეებს შედეგი უნდა შეეჯამებინათ. საუკეთესო თემის ავტორებისთვის დაწესებული იყო ფულადი ჯილდო და საზღვარგარეთ მოგზაურობა. გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი გახდებოდა საღამოს, საზეიმო ვახშამზე. რაც შეეხება უშუალოდ კონფერენციას – ღონისძიება გაიხსნა თემით „მიელოპროლიფერაციული დაავადებების (მიელოფიბროზი) მართვა – კლინიკური შემთხვევის განხილვა“. თემის ავტორი გახლდათ ჰემატოლოგი ეკა გაფრინდაშვილი. ქალბატონ ეკასთან ერთად მოხსენებები, პრეზენტაციები წარმოადგინეს ჩვენი კლინიკის ექიმებმა.

მონაწილეობდნენ:

  • „მიელოპროლიფერაციული დაავადებების (მიელოფიბროზი) მართვა – კლინიკური შემთხვევის განხილვა“ – ჰემატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა გაფრინდაშვილი;
  • "უხილავი მკვლელი", თანამედროვე მეთოდების როლი ტოქსიკოლოგიაში –ტოქსიკოლოგი მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა ქურდაძე;
  • „ლაპარასკოპიული ქირურგია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ – საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი შოთა ძაგანია;
  • "პანკრეატოდუოდენური რეზექცია“ – ექიმი ქირურგი გიგო ფიჩხაია;
  • "ფონ ვილებრანდის დაავადება" – სისხლის შედედების პათოლოგია – ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მარინა მდივნიშვილი;
  • ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის ჩვენებები თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“ – ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მახალდიანი;
  • „ენდოვასკულური ნეიროქირურგიის როლი იშემიური ინსულტის მკურნალობაში“ – ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე;
  • „თორმეტგოჯა ნაწლავის ლეიომიოსარკომა“ – ონკოთერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი ირინე ხუბუა;
  • ,,კუჭისა და პანკრეასის იშვიათი სიმსივნეების კლინიკური და მორფოლოგიური დიაგნოსტირების ასპექტები“ – ექიმი პათოლოგანატომი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო ხვიჩია;
  • „სიმსუქნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები–მეტაბოლური ქირურგიის შედეგები“ – ექიმი ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე;
  • „ინსულტის მსგავსი კლინიკით მიმდინარე ბოტულიზმი – დიაგნოსტიკა, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ – ექიმი ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თათული გუბელაძე;
  • ,,იშემიური ინსულტების ოპერაციული მკურნალობა. კაროტიდული ენდარტერექტომია ღია  წესით  და მისი შედარება ენდოვასკულური მეთოდით კაროტიდულ სტენტირებასთან’’ – ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ღვალაძე;
  • „ანტითრომბოზულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები - განხეთქილების ვაშლი კოლეგებს შორის“ – ექიმი კარდიოლოგ–თერაპევტი ხათუნა ბერინაშვილი;
  • „მიელოპეროქსიდაზას პროგნოზული როლი პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით“ – ექიმი კარდიოლოგ–თერაპევტი თამარ ავალიანი;
  • „გიიენ-ბარეს სინდრომი“ – კლინიკური შემთხვევის განხილვა, დაავადების მართვის  თანამედროვე მეთოდები – ექიმი ნევროლოგი ზურაახალაია;
  • „რთული ინტუბაცია–მართვის თანამედროვე მიდგომები“ – კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი კარლო ჯიქიძე;
  • ,,ქალის გენიტალური სისტემის დაავადებათა ეპიდემიოლოგია ასაკობრივ ასპექტში“ – ექიმი პათოლოგანატომი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მარინა ფაილოძე;
  • „თანამედროვე ტექნოლოგიები რადიაციულ თერაპიაში“ – სამედიცინო ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი სვინტრაძე;
  • "ტუბერკულოზური მენინგიტი", კლინიკური შემთხვევა – ექიმი ნევროლოგი ნიკა კვერნაძე.

 ოფიციალური ნაწილის შემდეგ საზოგადოებამ საზეიმო ვახშამზე გადაინაცვლა, რომელიც ჩატარდა რესტორან „გუჯარში“. საღამოს წამყვანი გახლდათ მსახიობი, ლაშა რამიშვილი. საზეიმო სუფრას უძღვებოდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ნიკოლოზ ჩადუნელი. წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „მეტეხი“. მათ მაყურებელი ყველასთვის საყვარელი სიმღერებით დაატკბეს. მშვენიერმა მოცეკვავეებმა კი ცეცხლოვანი ცეკვები შემოგვთავაზეს. კონცერტის წყალობით კორპორატიული საღამო ლამაზი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოვიდა.

კონფერენციაში მონაწილეებს სიგელები საზეიმო ვითარებაში გადასცეს. გამოვლინდა კონფერენციაში მონაწილე 3 გამარჯვებული: ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელს ქალბატონ ნანა ღვალაძეს წილად ხვდა საზღვარგარეთ მოგზაურობა, ხოლო ქალბატონები ექიმი კარდიოლოგ–თერაპევტი თამარ ავალიანი და ექიმი პათოლოგანატომი ნინო ხვიჩია ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობის სიგელები გადასცეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებს.

მადლობის სიგელით დააჯილდოვეს:

  • თორაკალური ქირურგი სერგო ციცხვაია;
  • თორაკალური ქირურგი გია ლომთათიძე;
  • ქირურგი ლაშა სილოგავა;
  • ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურა ორაგველიძე;
  • ენდოკრინოლოგი სოფო ფუტურიძე;
  • რადიოლოგი ნათია მამრიკიშვილი;
  • ნევროლოგი ნიკა კვერნაძე;
  • დარბაზის მენეჯერი ლელა ჟვანია;
  • გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი მინდია იობაშვილი;
  • ალერგოლოგი თინა მურადაშვილი;
  • ქირურგი კობა ცუცქირიძე;
  • თერაპევტი მარინა ლომთათიძე;
  • ტოქსიკოლოგიისა და შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის უფროსი ექთანი ნანა ხარშილაძე;
  • ტოქსიკოლოგიისა და შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის უფროსი მაია ბეჟანიშვილი;
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უმცროსი ექიმი ნონა ოკინაშვილი;
  • თერაპევტ–კარდიოლოგი ლიკა ხოსროშვილი;
  • კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი მარეხ ბექაია;
  • ნეფროლოგი ნანა სადუნიშვილი;
  • ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ღონღაძე;
  • ნეფროლოგი ნინო შონია;
  • ნევროლოგი თეა შუბლაძე;
  • რეანიმატოლოგი მაკა ჭუმბურიძე;
  • კარდიოლოგ–თერაპევტი ხათუნა ბერინაშვილი;
  • თერაპევტი ირმა გელაშვილი;
  • ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე;
  • ენდოსკოპისტი გიორგი ელისაბედაშვილი;
  • თერაპევტი ლიკა ვახტანგიშვილი;
  • კარდიოლოგი რუსუდან ზალუაშვილი;
  • ქირურგი გეგა თოფჩიშვილი.  

სპეციალურად ღონისძიებისთვის შეიქმნა კლიპი, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთგვარ მემატიანედ დარჩება.

წვეულება გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

გისურვებთ ჯანმრთელობას!