სპეციალური შეთავაზება ბარიატრიულ ოპერაციაზე

სპეციალური შეთავაზება ბარიატრიულ ოპერაციაზე

ბარიატრიული ქირურგია - ეფექტური გზა სიმსუქნის მკურნალობისთვის

თუ ფიქრობთ ბარიატრიულ ოპერაციაზე, ახლა იდეალური დროა!

გთავაზობთ ბარიატრიულ ოპერაციას სპეციალურფასად – 6800 ლარი.

შეხვდით გაზაფხულს სასურველი შედეგით და ჯანმრთელი სხეულით!


არ გაუშვათ შანსი, დაიწყეთ ახალი, ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი პროფესიონალურ გუნდის დახმარებით

ბარიატრია - რა არის ბარიატრიული ქირურგია?

ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის (მორბიდული სიმსუქნის) ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით შესაძლებელია წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ამ მეთოდს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.


ბარიატრიული ოპერაციების ტიპები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტებს სთავაზობენ შემდეგი ტიპის ბარიატრიულ ოპერაციებს:

  • სლივ გასტრექტომია (Sleeve): კუჭის ვერტიკალური რეზექცია ლაპარასკოპიულად.
  • გასტროშუნტირება (Gastric Bypass): ოპერაცია, რომელიც ხელს უწყობს წონის მკვეთრ შემცირებას.
  • მინი გასტროშუნტირება (Mini Gastric Bypass): ერთანასტომოზიანი ოპერაცია მეტაბოლური დარეგულირების მიზნით.
  • განმეორებითი ოპერაციები: პაციენტებისთვის, ვისაც წონის მატება აღენიშნება უკვე ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ.

რა არის სლივ გასტრექტომია?

სლივ გასტრექტომია წარმოადგენს კუჭის ვერტიკალური რეზექციას, რომლის დროსაც მცირდება კუჭის მოცულობა და ქირურგები აცილებენ ჰორმონ გრელინის გამომამუშავებელ უჯრედებს. გრელინი პასუხისმგებელია შიმშილის გრძნობაზე, რაც ოპერაციის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება.

სლივ გასტრექტომიის უპირატესობები

  • წონის კლება: იწყება ოპერაციის დასრულებისთანავე.
  • სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესი: პაციენტი ემშვიდობება ჭარბ წონას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს.
  • სწრაფი რეაბილიტაცია: ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება და აქტიურდება.
  • დაბალი რისკი: ქირურგიის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის აპარატურას, რაც მინიმუმამდე ამცირებს გართულებების ალბათობას.

რატომ უნდა აირჩიოთ ქირურგიის ეროვნული ცენტრი?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი სთავაზობს:

  • პაციენტზე მორგებული მკურნალობა: ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის გუნდური მეთვალყურეობა.
  • მაღალი ტექნოლოგიები: ოპერაციების ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარება.
  • კომფორტული გარემო: პროფესიონალი ქირურგების მხარდაჭერა და რეაბილიტაციის ოპტიმალური პირობები.

ოპერაციის დეტალები და შედეგები

  • ხანგრძლივობა: 1.5-2 საათი.
  • რეაბილიტაცია: პაციენტი ოპერაციიდან 2 დღეში ეწერება ბინაზე და ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.
  • მიმართულება: სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი სისტემურად მკურნალობს.

როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ?

პაციენტის კონსულტაციისთვის ან წინასწარი ჩაწერის მიზნით, დაგვიკავშირდით:

  • ქირურგი გიგო ფიჩხაია: +995 596 26 92 92.
  • კლინიკის კონტაქტები: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25.

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი, ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად