მოგესალმებით ! ჩვენს კლინიკაში ტარდება ბარიატრიული ოპერაცია შემდეგი მეთოდით – სლივ–გასტრექტომია , რაც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას ლაპარასკოპიული მიდგომით .
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
დღეს ჩვენს ქალაქში არსებობს რამდენიმე კლინიკა, სადაც ასევე წარმატებით იყენებენ მკურნალობის ამ მეთოდს, მაგრამ სხვა სამკურნალო დაწესებულებებთან შედარებით, ჩვენი კლინიკა მულტიპროფილურია. სწორედ ამ უპირატესობის წყალობით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წლებია წარმატებით ხორციელდება სლივ–გასტრექტომიის ოპერაციები და მადლიერი პაციენტების რიცხვიც იზრდება. ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, სიმსუქნის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება სლივგასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით . შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება ადამიანის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით , რომელსაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, ოპერაციის ღირებულებაა 6000 ლარი, მკურნალობა ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით საყოველთაო და კერძო სადაზღვევოების მიერ. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში სპეციალისტთან უფასო საკონსულტაციო დღეებში ,შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეგმავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.
ოპერაციას ატარებს ბარიატრიული ქირურგი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგო ფიჩხაია - 596 269 292.
გაცნობებთ, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!