სლივ–გასტრექტომია - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით! ჩემი მასის ინდექსია 41,5. მაინტერესებს ლაპაროსკოპიული ოპერაციის ფასი, ხანგრძლივობა და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ვადა. პატივისცემით
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ იგულისხმება ბარიატრიული ოპერაციასლივ–გასტრექტომია, რაც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას ლაპარასკოპიული მეთოდით.
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. ეს არის გრელინი, რომელიც იწვევს შიმშილის გრძნობას.
ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, ჭარბი წონის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.
სლივ–გასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით, შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რაც მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, ოპერაციის ღირებულებაა 8500-9000 ლარი, მკურნალობა ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით საყოველთაო და კერძო სადაზღვევოების მიერ.
ოპერაციამდე პაციენტის მომზადების პროცესში ჩართულია:

  • ენდოკრინოლოგი;
  • კარდიოლოგი;
  • გასტროენტეროლოგი;
  • ფსიქოლოგი;
  • ანესთეზიოლოგი;
  • ბარიატრიული და ლაპაროსკოპიული ქირურგი.

ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.5–2 საათია და ოპერაციის შემდეგ პაციენტი პრაქტიკულად 3-4 დღეში ეწერება სტაციონარიდან. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პოსტოპერაციულ პერიოდში წონის კორექციასა და კვების რეჟიმს აკონტროლებს ენდოკრინოლოგი. ოპერაციიდან დაახლოებით 4-5 თვეში კი, მიიღწევა საბოლოო შედეგი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან კონსულტაციაზე, სადაც შეაფასდება თქვენი მდგომარეობა და დაგეგმება მკურნალობის მეთოდი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით, ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა