ჭარბი წონა, სლივგასტრექტომია - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით მიხარია რომ შესაძლებლობა მომეცა მივიღო ჩემ კითხვაზე პასუხი არც მასწავლებელი ვარ და არც სოციალურად დაუცველი მაგრამ ძალიან მაწუხებს ჩემი წონა არ მაქვს საშუალება რომ ოპერაცია გავიკეთო და ვიცოცხლო ან განვადება თუ კეთდება რომ ეტაპობრივად გადავიხადო?
პასუხი:

მოგესალმებით!
ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია, ამომწურავ პასუხს, თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, ლაბორატორიული კვლევები და ექიმთან კონსულტაცია იძლევა.
ჩვენს კლინიკაში, წონის კორექცია, სლივგასტრექტომიის მეთოდით , რა თქმა უნდა ტარდება, თუმცა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით, შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რომელსაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, მკურნალობა ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით , საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან, უფასო საკონსულტაციო დღეებში , ხუთშაბათსა და შაბათს .
ბატონი გიგო შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით, ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა