მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ბარიატრიული ქირურგია;
- რა არის სლივ–გასტრექტომია;
- რა არის კუჭის ბალონირება.
სასურველია, დაგვიზუსტოთ კონკრეტულად რომელ ოპერაციას გულისხმობთ.
ზოგადად, პაციენტმა ჭარბი წონა რომ დაძლიოს, შესაძლებელია ჩატარდეს ბარიატრიული ოპერაცია, რომელიც სიმსუქნესთან დაკავშირებულ ქირურგიულ ჩარევებს გულისხმობს.
ჩვენს კლინიკაში წარმატებით არის დანერგილი ბარიატრიული ქირურგიის წამყვანი მიმართულება, სლივ-გასტრექტომია, რომელიც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას, ეს ოპერაცია თანამედროვე ლაპარასკოპული აპარატის მეშვეობით ტარდება.
მოგახსენებთ, რომ ლაპარასკოპიულ მეთოდს შემდეგი უპირატესობები აქვს:
- ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა;
- ტკივილის სინდრომი ნაკლებადაა გამოხატული და პაციენტი მეორე დღესვე აქტიურდება;
- მნიშვნელოვანია ვიზუალური ეფექტიც – არ რჩება დიდი ზომის ნაწიბურები.
ჩვენთან ბარიატრიული ოპერაცია ტარდება სამედიცინო თვალსაზრისით და არა კოსმეტიკური, ან პლასტიკური მიზნით, ხოლო ოპერაციის ჩვენებას განსაზღვრავს ქირურგი სპეციალური გამოთვლების მონაცემებზე დაყრდნობით.
ასევე, წარმატებით ფუნქციობს კუჭის ბალონირება, ამ დროს ენდოსკოპიური გზით სპეციალური ბალონი თავსდება კუჭში, 6 თვით ან 1 წლიანი ვადით. ბალონის საშუალებით ნაწილობრივ ივსება კუჭის მოცულობა, რაც თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას.
პროცედურა ტარდება ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, პაციენტს ფაქტობრივად არ სჭირდება რაციონის კონტროლი, რადგან ზედმეტი ულუფის მიღების სურვილი თავისთავად ქრება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც ქირურგი მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე დეტალურ ინფორმაციას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bariatriuli-qirurgia/61
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!