კითხვა: მოგესალმებით ვარ 28 წლის, 54 მასის ინდექსით და მაინტერესებს რატიპის ოპერაცია იქნება მიზანშეწონილი ჩემთვის ან რა დამიჯდება?
პასუხი:
მოგესალმებით.
ზოგადად, მასის ინდექსის სტანდარტული პროპორციები ასეთია:
- თუ სხეულის მასის ინდექსი 16–ზე ნაკლებია, ადამიანს აქვს სხეულის მასის დიდი დეფიციტი;
- 16–დან 18.5–მდე მიუთითებს სხეულის მასის დეფიციტზე (წონის დეფიციტი);
- 18.5–დან 25–მდე პიროვნება ნორმალური წონისაა;
- 25–დან 30–მდე მაჩვენებელი ზედმეტ წონას (ჭარბი წონა) განსაზღვრავს;
- 30–ზე მეტი შედეგი კი სიმსუქნეზე მიუთითებს.
ამასთან, მეცნიერები სიმსუქნის 3 ხარისხს გამოჰყოფენ, კერძოდ:
1. სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი 30–35 მიეკუთვნება პირველი ხარისხის სიმსუქნეს;
2. სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი 35–40 მეორე ხარისხის სიმსუქნეა;
3. თუ სხეულის მასის ინდექსი 40–ზე მეტია ფიქსირდება მესამე ხარისხის, ანუ მორბიდული (მორბიდული – ავადმყოფობა, პათოლოგია) სიმსუქნე.
გირჩევთ, სურვილისამებრ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან კონსულტაციაზე და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს.
კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!