სლივგასტრექტომია - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით პირველ რიგში და შემდეგ გადავალ იმ საკითხზე რაც მაწუხებს და რისი გარკვევაც მინდა, ვარ 120 კგ და მინდა გავხდე 80 კგ მდე. დაზღვეული ვარ შსს მიერ კომპანია ირაოში, თუ შეგიძლიათ მითხრათ ასეთ შემთხვევაში რამდენი ლარის გადახდა მომიწევს თანადაფინანსების ფარგლებში და ასევე მაინტერესებს ოპერაციის შემდეგ როგორი ინტენსივობით მიდის წონის კლება და რადრო დამჭირდება სასურველი წონის (ამ შემთხვევაში 120 დან 80 ამდე წამოსვლას) მიღწევას. მადლობა წინასწარ ამომწურავი პასუხისათვის. პ.ს ყოველი შემთხვევისათვის დაგიტოვებთ ჩემ პირად ნომერს და მონაცემებს იმისათვის რათა სრულყოფილად შეძლოთ შეამოწმოთ სადაზღვევო ბაზა ჩემს შესახებ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია, ამომწურავ პასუხს, თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, ლაბორატორიული კვლევები და ექიმთან კონსულტაცია იძლევა.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ბარიატრიული ოპერაცია – სლივგასტრექტომია, რაც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას ლაპარასკოპიული მეთოდით.
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა.
ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, ჭარბი წონის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.
სლივგასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით, შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რაც ექიმის პრეროგატივაა.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, ოპერაციის ღირებულებაა 10 000 ლარი, მკურნალობა ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით საყოველთაო და კერძო სადაზღვევოების მიერ.
ჩვენი კლინიკა არის შემდეგი სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი : „ალფა“ , „ ჯი პი აი“, „პრაიმი“ , „არდი“ და „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“.
ამიტომ, დაფინანსების დეტალური საკითხები, უმჯობესია დააზუსტოთ თქვენს სადაზღვევო კომპანია „ირაოში“.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან, უფასო საკონსულტაციო დღეს – ხუთშაბათს, სადაც ბატონი გიგო შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს, თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით, ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა