სლივგასტრექტომია - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით. ვარ პედაგოგი,მსურს გავიკეთო ოპერაცია წონის კორექციის მიზნით. მივმართე ერთ-ერთ კლინიკას, სადაც მითხრეს რომ დაფინანსება არ ხდება100% ით. გთხოვთ მიპასუხოთ თქვენს ცენტრში ხდება თუ არა ოპერაციის სრულად დაფინანსება.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია, ამომწურავ პასუხს, თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, ლაბორატორიული კვლევები და ექიმთან კონსულტაცია იძლევა.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ბარიატრიული ოპერაცია – სლივგასტრექტომია, რაც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას ლაპარასკოპიული მეთოდით.
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა.
ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, ჭარბი წონის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.
სლივგასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით, შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რაც ექიმის პრეროგატივაა.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, ოპერაციის ღირებულებაა 10 000 ლარი, მკურნალობა ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით საყოველთაო და კერძო სადაზღვევოების მიერ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან, უფასო საკონსულტაციო დღეს – ხუთშაბათს, სადაც ბატონი გიგო შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს, თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით, ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა