კუჭის ბალონირება - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: ჭარბი წონის დროს არსებობს თუ არა ბარიატრიული ოპერაციის გარდა სხვა სხვა დამხმარე საშუალება მედიკამენტებით ექიმის მეთვალკურეობით? თუ ზედმეტი წონა 15 _20 კილოა? ერთ_ ერთ რეკლამაში ამოვიკითხე კუჭში ბურთივით საგანი თავსდება ასეთი რამ თუ არსებობს და რამდენად ეფექტურია და უსაფრთხო?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ბალონირება;
  • რამდენ წუთიანია პროცედურა;
  • ბალონირების უპირატესობები.

დიახ, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ შეგიძლიათ, ისარგებლოთ ისეთი პროცედურით როგორიცაა კუჭის ბალონირება.
სპეციალური ბალონი კუჭში 6 თვით ან 1 წლიანი ვადით თავსდება, ენდოსკოპიური გზით. ბალონი ნაწილობრივ ავსებს კუჭის მოცულობას, რის გამოც შიმშილის შეგრძნება ქვეითდება.
პროცედურა ტარდება ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, პაციენტს ფაქტობრივად არ სჭირდება რაციონის კონტროლი, რადგან ზედმეტი ულუფის მიღების სურვილი თავისთავად ქრება.
სპეციალური ბალონი კუჭში 6 თვით ან 1 წლიანი ვადით თავსდება, ენდოსკოპიური გზით.
ბალონირების უპირატესობებია:

  • ნაკლები ტრავმა;
  • მინიმალური გართულების რისკი, ნაკლები გვერდითი მოვლენები;
  • კუჭის როგორც ორგანოს ფუნქციების შენარჩუნება;
  • პაციენტი არ საჭიროებს რეაბილიტაციას და იმავე , ან მეორე დღეს ეწერება ბინაზე.

აღნიშნულ პროცედურას ხელმძღვანელობს, ენდოსკოპიური სამსახურის უფროსი, ქირურგი–ენდოსკოპისტი ირაკლი პაიჭაძე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა