მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის კუჭის ოპერაცია;
- რეაბილიტაცია;
- წონის მართვა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში;
- რა შემთხვევაში ტარდება სლივგასტრექტომია.
კუჭის ოპერაცია გახდომის მიზნით, წარმოადგენს ნაკლებად ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევას 100%-იანი შედეგით.
ლაპაროსკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ნაკლებტრავმულია, შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს, ოპერაციის შემდგომი პერიოდიც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია. ასევე განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის, პოსტოპერაციული გართულების რისკი ნაკლებია. ნაკერები უფრო ადვილად ხორცდება, მათი ზომის გამო. შესაბამიად, ფიზიკური დატვირთვა და სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება, შესაძლებელია მაქსიმუმ 2 კვირის შემდეგ. თუმცა, რაკი ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, სასურველია, ამასთან დაკავშირებით გაესაუბროთ ქირურგს.
მოგეხსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური დაწესებულებაა და შესაბამისად, ყველა სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
თქვენი ჯანსაღი წონის დაბრუნებაზე ზრუნავენ კლინიკის პროფესიონალი ქირურგები, რომლებიც წლებია ამ ოპერაციას ატარებენ და უამრავი გამოჯანმრთელებული, მადლიერი პაციენტი ჰყავთ. ამასთან, ოპერაციის დროს ქირურგები იყენებენ ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურას.
ასევე, კუჭის მოცულობის შემცირების ალტერნატიული მეთოდია: კუჭის ბალონირება.
კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექციის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/kuchis-endoskopiuri-botoqs-ineqcia-qirurgiis-erovnul-centrshi/31778
სლივგასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით!
შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რაც ექიმის პრეროგატივაა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!