მოგესალმებით!
ჩვენს კლინიკაში ტარდება ბარიატრიული ოპერაცია – სლივგასტრექტომია, რაც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას ლაპარასკოპიული მეთოდით.
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, ჭარბი წონის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.
სლივგასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით, შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რაც ექიმის პრეროგატივაა.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, ოპერაციის ღირებულებაა 8500-9000 ლარი, მკურნალობა ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით საყოველთაო და კერძო სადაზღვევოების მიერ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან, უფასო საკონსულტაციო დღეებში ხუთშაბათსა და შაბათს, ბატონი გიგო შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით, ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. მაქვს წონასთან დაკავშირებული პრობლემა, მინდა გავიკეთო ქირურგიული ჩარევა რადგან ჩემდა სამწუხაროდ ისე ვერ ვახერხებ წონაში დაკლებას.ტარდება თუ არა ეს ოპერაცია თქვენთან და რა ღირს და ხდება თუ არა ამ ოპერაციის დაფინანსება და თუ კი როგორ?
პასუხი: