სლივგასტრექტომია - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით.ვარ ჭარბი წონის,გადავწყვიტე ოპერაცია გავიკეთო,კუჭი დავიპატარაო.რამდენად უსაფრთხოა?საჭიროებს თუ არა ოპერაციის შემდგომი პერიოდი განსაკუთრებულ სიფრთხილეს? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, ჭარბი წონის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.
სლივგასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით, შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რაც ექიმის პრეროგატივაა.
ჩვენს კლინიკაში ტარდება მკურნალობის მიზნით სლივგასტრექტომია (კუჭის დაპატარავება) შესაბამისად თუ გესაჭიროებათ, თქვენი სხეულის ინდექსით ოპერაციას ექიმი–სპეციალისტი განსაზღვრავს.
ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას ახლავს გარკვეული რისკები ,თუმცა ცხადია ,გარკვეული ტექნიკის ფლობის და ექიმთა პროფესიონალიზმის წყალობით ,რისკები მინიმალურია .
ჩვენს კლინიკაში ეს ოპერაციები ლაპრასკოპიულად, ანუ, გაჭრის გარეშე კეთდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი, სტაციონარში ყოვნდება 3-4 დღე, ხოლო შემდეგ ეწერება ბინაზე .
ოპერაციის შემდეგ, აუცილებელია ექიმთან ვიზიტების განხორციელება და მისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც ინდივიდუალურია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ქირურგთან ( გიგო ფიჩხაია), რომელიც უშუალო კონსულტაციისას შეაფასებს მდგომარეობას, შეათანხმებს ნიუნსებს და თავად გაგესაუბრებათ მკურნალობისა თუ ოპერაციის დეტალებზე ამომწურავად.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა