გაუვალობა, სლივგასტრექტომია - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: გამარჯობა მაწუხებს კუჭი მაქვს გაუვალობა და ამის ნიადაგზე მოვიმატე წონაში მინდა ოპერაცია კუჯის დაპატარავება რასაც ქვია
პასუხი:

მოგესალმებით, 

ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა.

ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია. პროფილაქტიკისთვის - საზოგადოდაც მეტად მნიშვნელოვანია კვება, მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები.

გაუვალობის დროს ირღვევა წყლისა და ელექტროლიტების ცვლა, სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ინტოქსიკაცია, დაბრკოლების ზემოთ ნაწლავი გადავსებულია. მის სანათურში გროვდება სისხლის თხიერი ნაწილი, კუჭის, ნაწლავის, პანკრეასის, ნაღვლის წვენი. 24 საათში შეიძლება 8 ლიტრამდე სითხე დაგროვდეს. მცირდება სისხლის მოცულობა.

ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს.

სისხლის ცირკულაციურ დარღვევებთან ერთად ძლიერდება ინტოქსიკაცია, რაც პაციენტის  ზოგად მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შემდგომ დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის მეთოდს.

მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიურ კვლევას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, ჩვენს კლინიკაში ტარდება ბარიატრიული ოპერაცია შემდეგი მეთოდით – სლივგასტრექტომია, რაც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას ლაპარასკოპიული მიდგომით.

სლივგასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, მცირდება კუჭის მოცულობა.

თუმცა, ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით. შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება ადამიანის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რომელსაც განსაზღვრავს და გამოთვლის ქირურგი.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან, უფასო საკონსულტაციო დღეებში ხუთშაბათსა და შაბათს, ბატონი გიგო შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით, ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა