მოგესალმებით,
კუჭის მოცულობის შემცირების ალტერნატიული მეთოდებია: კუჭის ბალონირება ან ბანდაჟირება, თუმცა მათი ეფექტურობა და შემდგომი პერსპექტივა გაცილებით ჩამორჩება ვერტიკალური რეზექციის მეთოდის შესაძლებლობებს.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ბარიატრიული ოპერაცია – სლივგასტრექტომია, რაც გულისხმობს კუჭის დაპატარავებას ლაპარასკოპიული მეთოდით. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. ეს არის გრელინი, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, ჭარბი წონის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.
სლივგასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით!
შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რაც ექიმის პრეროგატივაა.
ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას ახლავს გარკვეული რისკები, თუმცა ცხადია, გარკვეული ტექნიკის ფლობის და ექიმთა პროფესიონალიზმის წყალობით, რისკები მინიმალურია.
ჩვენს კლინიკაში ეს ოპერაციები ლაპარასკოპიულად, ანუ, გაჭრის გარეშე კეთდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი, სტაციონარში ყოვნდება 3-4 დღე, ხოლო შემდეგ ეწერება ბინაზე.
ოპერაციის შემდეგ, აუცილებელია ექიმთან ვიზიტების განხორციელება და მისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც ინდივიდუალურია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ქირურგთან ( გიგო ფიჩხაია), რომელიც უშუალო კონსულტაციისას შეაფასებს მდგომარეობას, შეათანხმებს ნიუანსებს და თავად გაგესაუბრებათ მკურნალობისა თუ ოპერაციის დეტალებზე ამომწურავად.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !