მოგესალმებით!
ბარიატრიული ქირურგია, რომელიც სიმსუქნესთან დაკავშირებულ ქირურგიულ ჩარევებს გულისხმობს და ამ დარგის წამყვანი მიმართულება, სლივ-გასტრექტომია, რაც კუჭის დაპატარავებას ნიშნავს,
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით არის დანერგილი.ეს ოპერაცია თანამედროვე ლაპარასკოპული აპარატის მეშვეობით ტარდება. მოგახსენებთ, რომ ლაპარასკოპიულ მეთოდს შემდეგი უპირატესობები გააჩნია: ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ტკივილის სინდრომი ნაკლებადაა გამოხატული და პაციენტი მეორე დღესვე აქტიურდება. მნიშვნელოვანია ვიზუალური ეფექტიც – არ რჩება დიდი ზომის ნაწიბურები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია „ოლიმპუსის“ უახლესი მოდელის ლაპარასკოპით VISERA PRO.
ჩვენთან ბარიატრიული ოპერაცია ტარდება სამედიცინო თვალსაზრისით და არა კოსმეტიკური, ან პლასტიკური მიზნით.
მობრძანდით ქირურგ გიგო ფიჩხაიასთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც განისაზღვრება სპეციალისტის მიერ დეტალები, დადგინდება საჭიროებთ თუ არა ქირურგიულ მკურნალობას და ამის შემდეგ ბატონი გიგო გიპასუხებთ თქვენს ყველა კითხვაზე ამომწურავად.
უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ბარიატრიული ოპერაცია რამდენი პროცენტით ფინანსდება და რა უნდა გავაკეთო ამისთვის ვის მივმართო?
პასუხი: