რადიოთერაპიის დეპარტამენტი

რადიოთერაპიის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.   

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს. რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.

უმნიშვნელოვანესია პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენა. ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტისა და უცხოეთში მოღვაწე, ამ სფეროში წარმატებული ქართველი ექსპერტების ერთობლივი თანამშრომლობით. მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი.

რადიოთერაპიის დეპარტამენტში ტარდება: ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ-კისრის, ფილტვის, ძუძუს,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის,  თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია.

მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

უახლოეს მომავალში ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის სერვისს დაემატება რადიოქირურგია (SRS,SBRT) და ბრაქითერაპია, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ამ მიმართულებით პაციენტების მკურნალობას.

 

ექიმები


ბესიკ სოკურაშვილი

რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ირინა ჯობავა

რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი

ირინე ხუბუა

ონკოლოგი

შორენა ესიაშვილი

ექიმი-სხივური თერაპევტი

ლაშა გოგინაშვილი

რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი

სიახლეები



კლინიკის სიახლეები

სიმსუქნე, გაძლიერებული მადა, დაღლილობა, საერთო სისუსტე – რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე, რომელიც 380 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე დაუდგინდა

სიმსუქნე, გაძლიერებული მადა, დაღლილობა, საერთო სისუსტე – რა უნდა იცოდეთ დაავადებაზე, რომელიც 380 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე დაუდგინდა

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც დარღვეულია ორგანიზმში გლუკოზის ცვლა.

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად?

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.