რადიოთერაპიის დეპარტამენტს მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეწვია

რადიოთერაპიის დეპარტამენტს მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეწვია

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მორიგი სამუშაო ვიზიტით კლინიკის ოფიციალური ექსპერტი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი სტუმრობდა.

ქალბატონი მაია ესპანეთის Genesis Care–ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

რადიოთერაპიის დეპარტამენტში ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება Tumor Board–ის (სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი) ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე და ქალბატონი მაია ამ ჯგუფის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წევრია.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ონკოლოგიურმა პაციენტებმა სხივური თერაპიის საკითხებში პროფესორის უფასო კონსულტაციით ისარგებლეს. ასევე მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებს მიეცათ არაერთი სასარგებლო რეკომენდაცია.

ქალბატონმა მაიამ რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდთან ერთად შეაფასა განვლილი პერიოდი – კლინიკის დირექტორატთან და რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ქართველი, ესპანელი და ამერიკელი ონკოლოგები ონკოლოგიურ დაავადებებს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობენ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით კიბოსთან ბრძოლა გაცილებით მარტივია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!