„არ მივცემ კიბოს საშუალებას რომ დამამარცხოს“
ოჯახის ექიმთან ერთ-ერთ რეგულარულ კონსულტაციაზე მაიკლმა აღმოაჩინა რომ მისი PSA-ს მაჩვენებელი ნორმაზე მაღალი იყო. ექიმმა მას რეკომენდაცია გაუწია გამოეკვლია მიზეზი და დაუნიშნა უროლოგის კონსულტაცია. უროლოგმა გადაამოწმა PSA და გაუკეთა ბიოფსია. ტესტის შედეგების საფუძველზე დადგინდა რომ 64 წლის მაიკლს ჰქონდა ადრეული სტადიის პროსტატის კიბო. მაიკლისთვის სასიკეთოდ, სიმსივნის აღმოჩენა მოხერხდა დროულად, სანამ ის უარყოფით გავლენას მოახდენდა მის ორგანიზმზე.
„ექიმებმა სამი არჩევანი შემომთავაზეს“ - მოგვითხრობს მაიკლი. „შემეძლო მემკურნალა რადიოთერაპიით ან გამეკეთებინა ოპერაცია, ან სრულიად არც ერთი, დამეცადა და დავკვირვებოდი სიმსივნის ზრდას. გადაწყვეტილება 100%-ით ჩემით მივიღე რომ მკურნალობა არ მჭირდებოდა, რადგან თავს ნორმალურად ვგრძნობდი“.
მიუხედავად ამისა, მაიკლმა მაინც დაიწყო მკურნალობაზე ფიქრი, მას ჰქონდა ახლო სანათესაოში კიბოს დაავადების შემთხვევა. „მე წავიკითხე და გამოვიკვლიე რადიოთერაპიის ტექნოლოგიების შესახებ“ - მოგვახსენებს მაიკლი. „რადიოთერაპიის იდეა უკეთესად ჟღერდა, რადგან ქირურგიული ჩარევა საჭირო აღარ იქნებოდა. ამიტომაც მალევე დავიწყე დასხივებით მკურნალობა. გამიმართლა და საერთოდ დაღლილობაც კი არ მიგრძვნია და არანაირი გვერდითი ეფექტები არ მქონია.“
მაიკლმა თავის მკურნალობის პროცედურა გაიარა ფირმა “Varian“-ის წრფივ ამაჩქარებელზე, რომელზეც გამოსახულებით მართული (iGRT), ინტენსივობა მოდულირებული რადიოთერაპია (iMRT) ჩაუტარდა. ყოველ სამუშაო დღეს, 9 კვირის განმავლობაში, მას უწევდა გაუნძრევლად წოლილიყო ამაჩქარებლის მაგიდაზე iMRT დასხივებისას. „სურათებს საკმაოდ სწრაფად მიღებდნენ, მაქსიმუმ 10 წუთში. მე მხოლოდ ის მევალებოდა რომ არ მემოძრავა“ – გვითხრა მაიკლმა.
იყო თუ არა მოულოდნელი რომ მას პროსტატის კიბო აღმოაჩნდა?
„ჩემს ოჯახს, სამწუხაროდ, აქვს კიბოს ხანგრძლივი ისტორია, ასე რომ მეც ვვარაუდობდი, რომ ერთ დღესაც ექიმი მსგავს ამბავს დამახვედრებდა“ - თქვა მაიკლმა. „რა თქმა უნდა, რადიოთერაპიის პროცედურის ჩატარებაზე ვღელავდი, მაგრამ ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში გადავწყვიტე. სამსახურში ჩვეულებრივად დავდიოდი, არც ერთი დღე არ გამიცდენია და არც კი იცოდნენ, რომ მკურნალობას ვიტარებდი“.
მაიკლმა სრულად ჩაიტარა მკურნალობის პროცედურა 2009 წელს და მის შემდეგ ჯანმრთელად გრძნობს თავს.