ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ქართველი, ესპანელი და ამერიკელი ონკოლოგები ონკოლოგიურ დაავადებებს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობენ.
რადიოთერაპიის დეპარტამენტში პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპია ტარდება.
რა არის სხივური თერაპია?
სხივური თერაპიის მთავარი დანიშნულება კიბოს უჯრედების ადგილობრივად განადგურებაა. თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტთა სულ მცირე 50%–ს ესაჭიროება.
სხივური თერაპია პაციენტს ენიშნება როგორც განკურნების მიზნით, ისე წინასაოპერაციო მომზადებისთვის, პოსტოპერაციულ პერიოდში დამხმარე თერაპიად, სიმსივნისგან გამოწვეული სიმპტომების შესამცირებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სხივური თერაპია ხორციელდება ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი), 2019 წლის სხივური ამაჩქარებლებით.
საერთაშორისო მხარდაჭერა
ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდი დგინდება Tumor Board–ის (სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი) ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე.
მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ კლინიკის ოფიციალური ექსპერტები – ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი.
დეპარტამენტში დასაქმებულნი არიან თანამშრომლები, რომლებმაც განათლება აშშ–ისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს.
რომელი სისტემისა და ორგანოების კიბოს მკურნალობენ კლინიკაში?
რადიოთერაპიის დეპარტამენტშიტარდება: ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ-კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია.
მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
ქიმიოთერაპიის განყოფილება
კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს ქიმიოთერაპიის განყოფილება, სადაც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობენ.
კლინიკის ქიმიოთერაპიის განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მედიკამენტური მკურნალობა:
- ქიმიოთერაპია;
- ჰორმონოთერაპია;
- იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში როგორც მონოთერაპიის, ისე პოლიქიმიოთერაპიის სახით.
სამედიცინო ტურიზმი
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც სტუმრობენ.
უცხოელი პაციენტებისთვის განკუთვნილია სრულიად უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან და უკან. ამასთან, კლინიკაში ვიზიტის ფარგლებში უცხოელი პაციენტი უსასყიდლოდ სარგებლობს კლინიკის ავტომობილით, რომლითაც უზრუნველყოფილია კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა საცხოვრებელი ადგილიდან კლინიკამდე.
უცხოელი პაციენტები სარგებლობენ თარჯიმნის უფასო მომსახურებით ვიზიტის განმავლობაში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით კიბოსთან ბრძოლა გაცილებით მარტივია!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!