ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი უცხოელი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი უცხოელი პაციენტი გამოჯანმრთელდა

პაციენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ყირგიზეთიდან ჩამოვიდა სამკურნალოდ

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ყირგიზეთში მცხოვრებ 63 წლის ქალბატონს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვანი არაგარქავებადი  ზომიერად დიფერენცირებული კარცინომა.

პაციენტს აღენიშნებოდა სისხლდენა საშვილოსნოს ღრუდან, რის შემდეგაც მიმართა გინეკოლოგს ქალაქ ბიშკეთში. ჩაუტარდა ექოსკოპიური კვლევა, რომელმაც  წინასწარი დიაგნოზით აჩვენა საშვილოსნოს მოცულობითი წარმონაქმნი. ქალბატონს ჩაუტარდა ბიოფსია. ყელზე არსებული წარმონაქმნის პათომორფოლოგიურმა დასკვნამ აჩვენა საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვანი არაგარქავებადი, ზომიერად დიფერენცირებული, კარცინომა. მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ წარმონაქმნი იყო საკმაოდ დიდი ზომის - 53-52-50 მმ, მარცხენა გვერდის სისქე გახლდათ - 24 მმ, ხოლო მარჯვენა გვერდის სისქე - 14 მმ. მდგომარეობა იყო სერიოზული. წარმონაქმნი გავრცელებული გახლდათ საშოს წინა კედელზე, პარამეტრიუმის, პარაცერვიკალური და ლიმფური კვანძების სახით, აღინიშნებოდა მრავლობითი მიომატოზური და მიომური კვანძები.

კვლევების შედეგად პაციენტის მდგომარეობა ადგილობრივმა ონკოგინეკოლოგ-ქირურგმა არაოპერაბელურად შეაფასა. აღნიშნული მდგომარეობის განსახილველად   ჩატარდა ვიდეო კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყირგიზეთის ონკოგინეკოლოგ-ქირურგმა, ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციულმა ონკოლოგმა და ესპანეთიდან მოწვეულმა ექსპერტმა.

საკითხის ღრმა და სერიოზული განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ პაციენტი სამკურნალოდ უნდა ჩამოსულიყო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და ჩატარებოდა:

  • ნეოადიუვანტურ რეჟიმში სხივურითერაპია კონკურენტულ ქიმიოთერაპიასთან ერთად;
  • ღრუსშიგნითა ბრაქითერაპია.

პაციენტი ჩამოვიდა და ჩვენს კლინიკაში დაიწყო მკურნალობა გეგმის მიხედვით. ქალბატონს ჩაუტარდა:

  • ქიმიო სხივური თერაპია;
  • ღრუსშიგნითა ბრაქითერაპია მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ადაპტირებული დაგეგმვით.

მკურნალობის კურსი გაგრძელდა შვიდი კვირა.

მკურნალობის კურსის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ პაციენტს ყირგიზეთში ჩაუტარდა საკონტროლო კვლევა, კერძოდ:

  • მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით;
  • SCC მარკერი.

კვლევამ აჩვენა, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გეგმის მიხედვით წარმართული მკურნალობა აღმოჩნდა წარმატებული, ექიმების მცდელობამ დადებითი შედეგი გამოიღო და ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად