ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს ონკოლოგიურ ავადმყოფთათვის მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა როგორც ქირურგიული მკურნალობის, ისე სხივური და ქიმიოთერაპიის სახით.

სხივური თერაპიის დეპარტამენტი აღიჭურვება VARIAN-ის ფირმის ულტრათანამედროვე სხივური ამაჩქარებლებით.

თანამედროვე გაიდლაინების თანახმად, ოპერაციულ ონკოლოგიურ ქირურგიაში ასევე გამოიყენება ადგილობრივი სხივური თერაპია. სწორედ ამ მიზნით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეა გამეზარდაშვილი გერმანიაში,  ქალაქ ობერკოჰენში გაემგზავრნენ.

ისინი ობერკოჰენის სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში  შეხვდნენ პასუხისმგებელ პირებს:

Matthias Ahlgrimm- Vice president Business Sector Radiotherapy

Vincent-Luc  Le Glaunec – Director of Global Sales Radiotherapy

Dr. Brigitte Both – Director Medical &Health Economy

Matthias  Benker - Global Head Clinical Application Management

Udo Baumann- Manager Operations & Servaice Radiotherapy

Dr.  Annet Burzlaff – Zeiss Academy MED

Velko Stoimenov – Sales manager Radiotherapy, Central & Eastern Europe, Russia, CIS, Israel

ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. სულ მალე შესაძლებელი გახდება რობოტული ტექნოლოგიების დანერგვა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.